საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • საჭიროა შენი დახმარება
    სამეფო მსახურება — 2004 | დეკემბერი
    • საჭიროა შენი დახმარება

      1 „მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებთ. თქვენ ფასდაუდებელ შრომას ეწევით“. ეს სიტყვები კარგად გამოხატავს მადლიერების გრძნობას, რომელიც უხუცესებისა და მომსახურეების მიმართ გვეუფლება. რამდენადაც ღვთის ორგანიზაცია განაგრძობს გაფართოებას, უფრო მეტად არიან საჭირონი სულიერად მოწიფული მამაკაცები, რათა იმსახურონ მთელ მსოფლიოში არსებულ დაახლოებით 100 000 კრებაში. თუ მონათლული ძმა ხარ, საჭიროა შენი დახმარება.

      2 ‘ისწრაფე’. როგორ შეგიძლია ისწრაფო დამატებითი პასუხისმგებლობების მიღებისკენ? (1 ტიმ. 3:1). უმთავრესად, საჭიროა, სამაგალითო იყო ცხოვრების ნებისმიერ მხარეში (1 ტიმ. 4:12; ტიტ. 2:6—8; 1 პეტ. 5:3). სრულად მიიღე მონაწილეობა სამქადაგებლო საქმეში და სხვებსაც დაეხმარე, მსგავსად მოიქცნენ (2 ტიმ. 4:5). გულწრფელად დაინტერესდი თანამორწმუნეების კეთილდღეობით (რომ. 12:13). იყავი ღვთის სიტყვის გულმოდგინე მკვლევარი და განივითარე „სწავლების უნარი“ (ტიტ. 1:9; 1 ტიმ. 4:13). ერთგულად შეასრულე დავალებები, რომლებსაც უხუცესები მოგანდობენ (1 ტიმ. 3:10). თუ ოჯახისთავი ხარ, იყავი „ოჯახის კარგი გამგებელი“ (1 ტიმ. 3:4, 5, 12).

      3 მომსახურედ ან უხუცესად მსახურებისთვის ბევრი გარჯა და თავგანწირვის სულისკვეთებაა საჭირო (1 ტიმ. 5:17). როდესაც ამ მიზნისკენ ისწრაფვი, უპირველესად თავმდაბლურად ემსახურე სხვებს (მათ. 20:25—28; იოან. 13:3—5, 12—17). იფიქრე ტიმოთეს განწყობილებაზე და ეცადე, მიბაძო მას (ფილ. 2:20—22). დაე, ტიმოთეს მსგავსად, შენმა კარგმა მოქმედებებმა ცხადყოს, რომ შეგიძლია დამატებითი პასუხისმგებლობების მიღება (საქ. 16:1, 2). თუ განივითარებ დამატებითი პასუხისმგებლობების შესასრულებლად საჭირო სულიერ თვისებებს და გამოიყენებ სხვების მიერ შენს გასაუმჯობესებლად მოცემულ რჩევებს, „შენი წარმატება ყველასთვის ცხადი“ გახდება (1 ტიმ. 4:15).

      4 მშობლებო, ასწავლეთ შვილებს სხვების დახმარება. ბავშვებს შეუძლიათ ადრეული ასაკიდანვე მიეჩვიონ სხვების დახმარებას. ასწავლეთ მათ, ყურადღებით იყვნენ კრების შეხვედრებზე, იქადაგონ და სამაგალითონი იყვნენ სამეფო დარბაზში და სკოლაში. მიაჩვიეთ ისინი, რომ სიხარულით ემსახურონ სხვებს და მონაწილეობა მიიღონ ისეთ საქმეებში, როგორიცაა სამეფო დარბაზის დალაგება, ხანში შესულების დახმარება და ასე შემდეგ. დაე მათ თვითონ განიცადონ ის სიხარული, რაც გაცემას მოაქვს (საქ. 20:35). ამგვარი აღზრდა მოამზადებს მათ იმისათვის, რომ მომავალში გახდნენ პიონერები, მომსახურეები და უხუცესები.

  • ჩაატარე ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები
    სამეფო მსახურება — 2004 | დეკემბერი
    • ჩაატარე ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები

      ნაწილი 4: ასწავლე ბიბლიის შემსწავლელებს მომზადება

      1 ბიბლიის შემსწავლელი, ჩვეულებრივ, სულიერად წინ სწრაფად მიიწევს, თუ წინასწარ კითხულობს მასალას, ტექსტში პასუხებს აღნიშნავს და ფიქრობს, თუ როგორ გამოხატოს აზრები საკუთარი სიტყვებით. ამიტომაც, როცა ვინმესთან ბიბლიის შესწავლას იწყებ, თავიდან ერთად მოამზადეთ მასალა, რათა მან მომზადება ისწავლოს. ბიბლიის შემსწავლელთა უმრავლესობისთვის უმჯობესი იქნება წიგნის მთელი თავის ან გაკვეთილის ერთად მომზადება.

      2 პასუხების მონიშვნა და ჩანაწერების გაკეთება. აუხსენი ბიბლიის შემსწავლელს, თუ როგორ უნდა მოძებნოს ტექსტში კონკრეტული პასუხი. აჩვენე მას სასწავლო სახელმძღვანელოს შენი პირადი ეგზემპლარი, სადაც მხოლოდ მთავარი სიტყვები და ფრაზები გაქვს მონიშნული. მან შეიძლება შენ მოგბაძოს და მასალის განხილვისას ტექსტში თვითონაც მხოლოდ ის მონიშნოს, რაც პასუხის გახსენებაში დაეხმარება (ლუკ. 6:40). ამის შემდეგ სთხოვე მას, საკუთარი სიტყვებით უპასუხოს შეკითხვებს. ეს დაგანახვებს, თუ რამდენად კარგად ესმის მას მასალა.

      3 შესწავლისთვის მომზადების მნიშვნელოვანი ნაწილია იმ მუხლების ყურადღებით წაკითხვა, რომლებიც ტექსტში მოყვანილია, მაგრამ ციტირებული არ არის (საქ. 17:11). დაეხმარე ბიბლიის შემსწავლელს იმის დანახვაში, რომ თითოეული ასეთი მუხლი აბზაცში მოცემული აზრების განსამტკიცებლად არის მოყვანილი. აჩვენე მას, როგორ შეუძლია სახელმძღვანელოს მინდორზე მოკლე ჩანაწერების გაკეთება. ყურადღება გაუმახვილე იმ ფაქტზე, რომ ყველაფერს, რასაც ის სწავლობს, საფუძვლად ბიბლია უდევს. ურჩიე, შესწავლის დროს პასუხების გაცემისას ტექსტში მოცემული ბიბლიური მუხლების გამოყენებას შეეცადოს.

      4 მიმოხილვა და გამეორება. საფუძვლიანი მომზადების დაწყებამდე ბიბლიის შემსწავლელისთვის კარგი იქნება მასალის მოკლე მიმოხილვა. ასწავლე, რომ ასეთი მიმოხილვისთვის ყურადღება მიაქციოს სათაურს, ქვესათაურებსა და ილუსტრაციებს. ისიც აუხსენი, რომ ვიდრე მომზადებას დაამთავრებს, გონივრული იქნება მთავარი აზრების გასამეორებლად დროის გამოყოფა. თუ მასალას ჩარჩოში მოცემული გასამეორებელი კითხვები ახლავს, მთავარი აზრების გასამეორებლად მათი გამოყენება შეუძლია. ასეთი მომზადება მას მასალის დამახსოვრებაში დაეხმარება.

      5 ბიბლიის შემსწავლელი თუ კარგად მომზადებას ისწავლის, ეს მას კრების შეხვედრებზე აზრიანი კომენტარების გაკეთებაშიც დაეხმარება. გარდა ამისა, განივითარებს ჩვევებს, რომლებიც იმის შემდეგაც მოუტანს სარგებლობას, რაც მასთან ბიბლიის შესწავლას დაამთავრებ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება