-
„რწმენის სიტყვებით... ნასაზრდოები“სამეფო მსახურება — 2005 | იანვარი
-
-
„რწმენის სიტყვებით... ნასაზრდოები“
1 ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნება დიდ ძალისხმევას მოითხოვს (1 ტიმ. 4:7—10). თუ ამის გაკეთებას მარტო საკუთარი ძალებით ვცდილობთ, მალე დავიქანცებით და წავბორძიკდებით (ეს. 40:29—31). იეჰოვასგან ძალის მიღების ერთ-ერთი საშუალებაა, ვიყოთ „რწმენის სიტყვებით . . . ნასაზრდოები“ (1 ტიმ. 4:6).
2 უხვი სულიერი საკვები. თავისი სიტყვისა და „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით იეჰოვა უხვი სულიერი საკვებით უზრუნველგვყოფს (მათ. 24:45). ვსარგებლობთ ამ ღონისძიებით? ვკითხულობთ ბიბლიას ყოველდღიურად? გამოვყოფთ დროს პირადი კითხვისა და ფიქრისთვის? (ფსალმ. 1:2, 3). ასეთი ჯანსაღი სულიერი კვება ძალებს შეგვმატებს და დაგვიცავს, რომ სატანის ქვეყნიერების ზეგავლენამ ძალები არ გამოგვაცალოს (1 იოან. 5:19). თუ გონებას ჯანსაღი აზრებით ვკვებავთ და წაკითხულის თანახმად ვცხოვრობთ, იეჰოვა ჩვენთან იქნება (ფილ. 4:8, 9).
3 იეჰოვა კრების შეხვედრებითაც გვაძლიერებს (ებრ. 10:24, 25). შეხვედრებზე მიღებული სულიერი სწავლება და იქ არსებული ჯანსაღი ურთიერთობა გვაძლიერებს, რომ მტკიცედ შევხვდეთ განსაცდელებს (1 პეტ. 5:9, 10). ერთმა ახალგაზრდა ქრისტიანმა თქვა: „თითქმის მთელი დღე სკოლაში ვარ, რაც ძალიან მღლის. მაგრამ კრების შეხვედრები უდაბნოში ოაზისის მსგავსია; იქ ძალებს ვიკრებ, რაც მეხმარება, მეორე დღეს სკოლაში ხალისით წავიდე“. მართლაც კურთხეულნი ვართ იმ ძალისხმევისთვის, რასაც კრებებზე დასწრებას ვახმართ!
4 ჭეშმარიტების გაცხადება. ქადაგება იესოსთვის საჭმლის მსგავსი იყო. ის ენერგიას მატებდა მას (იოან. 4:32—34). სხვებთან ღვთის დიდებული აღთქმების შესახებ საუბარი ჩვენც უდიდეს ძალასა და ენერგიას გვაძლევს. მსახურება აგრეთვე გვეხმარება, ჩვენი გული და გონება ღვთის სამეფოსა და მომავალ კურთხევებზე იყოს კონცენტრირებული. ეს ნამდვილად გამომაცოცხლებელია (მათ. 11:28—30).
5 ნამდვილად კურთხეულები ვართ იმ უხვი სულიერი საკვების გამო, რომლითაც დღეს იეჰოვა თავის ხალხს უზრუნველყოფს! დაე კვლავაც სიხარულით შევძახოთ მისი სადიდებელი (ეს. 65:13, 14).
-
-
ჩაატარე ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლებისამეფო მსახურება — 2005 | იანვარი
-
-
ჩაატარე ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები
ნაწილი 5. როგორ განვსაზღვროთ, რა რაოდენობის მასალა უნდა განვიხილოთ?
1 როდესაც იესო მოწაფეებს ასწავლიდა, მათ შესაძლებლობებს ითვალისწინებდა; ელაპარაკებოდა იმდენს „რამდენის მოსმენაც შეეძლოთ“ (მარ. 4:33; იოან. 16:12). მსგავსად ამისა, საჭიროა ღვთის სიტყვის მასწავლებლებმა დღესაც განსაზღვრონ, თუ რა რაოდენობის მასალა უნდა განიხილონ ბიბლიის შესწავლაზე. ეს დამოკიდებული იქნება როგორც შემსწავლელის, ასევე მასწავლებლის უნარსა და მდგომარეობაზე.
2 ჩაუნერგე მტკიცე რწმენა. მასალის აღსაქმელად ზოგ შემსწავლელს შესაძლოა ორი ან სამი შეხვედრა დასჭირდეს, მაშინ როცა სხვა შემსწავლელისთვის შეიძლება ერთი შეხვედრაც საკმარისი აღმოჩნდეს. უფრო მეტად მნიშვნელოვანი ის არის, რომ შემსწავლელმა სწორად გაიგოს ბიბლიური ჭეშმარიტება და არა ის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში გავიაროთ მასალა. ბიბლიის თითოეულ შემსწავლელს ღვთის სიტყვისადმი რწმენის განსავითარებლად მტკიცე საფუძველი უნდა ჩავუყაროთ (იგავ. 4:7; რომ. 12:2).
3 თითოეული თავის შესწავლას იმდენი დრო დაუთმე, რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ შემსწავლელმა გაიგოს და გაითავისოს ღვთის სიტყვიდან ნასწავლი. მოერიდე მასალის სწრაფად გავლას, რაც ხელს შეუშლის დაინტერესებულს, დაინახოს ჭეშმარიტების სიღრმეები. გამოყავი საკმარისი დრო ძირითადი აზრებისა და ძირითადი ბიბლიური მუხლების განსახილველად, რომლებზეც ბიბლიური სწავლებებია დაფუძნებული (2 ტიმ. 3:16, 17).
4 არ გააჭიანურო შესწავლა. მართალია ვცდილობთ, არ ვიჩქაროთ, მაგრამ არც თემიდან უნდა გადავუხვიოთ. თუ შემსწავლელს ჩვევად აქვს პირად საკითხებზე დიდხანს ლაპარაკი, უკეთესია ასეთ თემებზე შესწავლის შემდეგ ვისაუბროთ (ეკლ. 3:1).
5 მეორე მხრივ, ჭეშმარიტებასთან დაკავშირებულმა ენთუზიაზმმა შეიძლება ის განაპირობოს, რომ თავად ვილაპარაკოთ ბევრი შესწავლის დროს (ფსალმ. 144:6, 7). დროდადრო სხვადასხვა აზრის გამოთქმითა და შემთხვევების მოყოლით შესწავლა შეიძლება უფრო საინტერესოც კი გახდეს. თუმცა ამან არ უნდა წაიღოს ბევრი დრო, რაც შემსწავლელს ხელს შეუშლის — მიიღოს ძირითადი ბიბლიური სწავლებების შესახებ საფუძვლიანი ცოდნა.
6 თუ გონივრულად განვსაზღვრავთ თითოეულ შესწავლაზე განსახილველი მასალის რაოდენობას, ბიბლიის შემსწავლელს დავეხმარებით, იაროს უფლის ნათელში (ეს. 2:5).
-