საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ჩაატარე ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები
    სამეფო მსახურება — 2005 | თებერვალი
    • ჩაატარე ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები

      ნაწილი 6: როდესაც შემსწავლელი კითხვას გისვამს

      1 ბიბლიის შესწავლა თუ რეგულარულად ტარდება, უკეთესია თანამიმდევრულად განიხილო ბიბლიური სწავლებები, ვიდრე ერთი საკითხიდან მეორეზე ნაჩქარევად გადახვიდე. ეს დაეხმარება შემსწავლელს, შეიძინოს საფუძვლიანი ცოდნა და სულიერად გაიზარდოს (კოლ. 1:9, 10). და მაინც, შემსწავლელი ხშირად სვამს კითხვებს სხვადასხვა თემაზე შესწავლის დროს. როგორ უნდა მოიქცე ასეთ შემთხვევაში?

      2 იყავი გამჭრიახი. იმ კითხვებზე, რომლებიც განსახილველ მასალას ეხება, შეგიძლია მაშინვე გასცე პასუხი. თუ საკითხი, რომელიც შემსწავლელს აინტერესებს, შემდეგ თავებში განიხილება, უთხარი ამის შესახებ. მაგრამ, ეს საკითხი თუ არ არის დაკავშირებული შესასწავლ მასალასთან ან გამოკვლევას საჭიროებს, უკეთესი იქნება ეს შესწავლის შემდეგ ან სხვა დროს განიხილო. როგორც ზოგიერთი მაუწყებელი აღნიშნავს, თუ დასმულ კითხვებს ჩაინიშნავ, დაინტერესებული დაინახავს, რომ მის კითხვას სერიოზულად ეკიდები. ამასთანავე, ასეთი მიდგომა დაეხმარება მას, მთავარი თემიდან სხვა საკითხზე არ გადაიტანოს ყურადღება.

      3 ბევრი ბიბლიური სწავლება მოკლედ განიხილება ბიბლიის ძირითად შესასწავლ პუბლიკაციებში. როგორ უნდა მოიქცე, თუ შემსწავლელი არ ეთანხმება რომელიმე სწავლებას ან მტკიცედ იცავს ამა თუ იმ ცრუ მოძღვრებას? ამ შემთხვევაში, შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს დამატებითი მასალის გამოყენება, რომელშიც საფუძვლიანად განიხილება, რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე. თუ შემსწავლელი მაინც ვერ დარწმუნდა, ამ საკითხზე საუბარი სხვა დროისთვის გადადე და განაგრძე შესწავლა (იოან. 16:12). შესაძლოა შემსწავლელი მაშინ ჩაწვდეს ამ სწავლებას, როდესაც უფრო მეტ ბიბლიურ ცოდნას შეიძენს და სულიერად წინ წაიწევს.

      4 იყავი მოკრძალებული. თუ დასმულ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი არ იცი, თავი შეიკავე პირადი აზრის გამოთქმისგან (2 ტიმ. 2:15; 1 პეტ. 4:11). უთხარი, რომ გამოიკვლევ ამ საკითხს და შემდეგ უპასუხებ. შეგიძლია გამოიყენო ეს შესაძლებლობა და შემსწავლელს აუხსნა, თავად როგორ გამოიკვლიოს ესა თუ ის საკითხი. ეტაპობრივად აუხსენი, თუ როგორ გამოიყენოს ჩვენი ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული გამოკვლევისთვის დამხმარე სხვადასხვა საშუალებები. ასეთი სახით, ის საბოლოოდ თავად შეძლებს იმ შეკითხვებზე პასუხის პოვნას, რომლებიც აინტერესებს (საქ. 17:11).

  • იზრუნე, რომ ადამიანებს არ გაუნელდეთ ინტერესი
    სამეფო მსახურება — 2005 | თებერვალი
    • იზრუნე, რომ ადამიანებს არ გაუნელდეთ ინტერესი

      1 სასიხარულო ცნობის ქადაგებისას ხშირად ვხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებიც არ ცხოვრობენ ჩვენს ტერიტორიაზე ან სხვა ენაზე ლაპარაკობენ, მათ შორის ჟესტების ენაზე. მათ, ვისთანაც საინტერესო საუბრები გვქონდა, შესაძლოა სხვა ადგილას მოუწიოთ გადასვლა. რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ასეთ ადამიანებს არ გაუნელდეთ ღვთის სიტყვისადმი ინტერესი? უნდა გამოვიყენოთ ბლანკი „გთხოვთ იზრუნოთ, რომ შესაფერისმა მაუწყებელმა მიაკითხოს ამ ადამიანს“ (S-70).

      2 სასიხარულო ცნობისადმი ხშირად მაშინ ავლენენ ინტერესს, როდესაც მშობლიურ ენაზე ისმენენ (საქ. 22:1, 2). ამიტომ უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ვხვდებით სხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს, ბლანკი უნდა შევავსოთ. ეს მაშინაც უნდა გავაკეთოთ, თუ ადამიანი სამეფოს შესახებ ცნობისადმი არ ავლენს ინტერესს. მაგრამ იქ, სადაც საკმაოდ ბევრი უცხოელი ცხოვრობს, რომლებიც რეგულარულად ისმენენ ქადაგებას მშობლიურ ენაზე, ასეთ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი არ იყოს ბლანკის შევსება. ბლანკი იმ შემთხვევაში შეავსე, თუ ვინმე ინტერესს გამოავლენს.

      3 ბლანკის შევსება. მას, ვისაც ესაუბრები, ტაქტიანად გამოჰკითხე სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. აღნიშნე, რომელმა საკითხმა დააინტერესა ყველაზე მეტად; როდის იმყოფება სახლში; რომელი პუბლიკაცია დაუტოვე ან რა უნდა მიუტანო განმეორებითი მონახულებისას; რომელი ენა ესმის უკეთ. შევსების შემდეგ ბლანკი დაუყოვნებლივ გადაეცი კრების მდივანს, რომელიც შესაბამის კრებას ან ჯგუფს გადაუგზავნის მას.

      4 ბლანკის გადაგზავნა. თუ მდივანმა არ იცის, რომელ კრებას ან ჯგუფს გადაუგზავნოს ეს ბლანკი, ან არა აქვს ზუსტი მისამართი, საჭირო ინფორმაციის მისაღებად მან ფილიალის სამსახურებრივ განყოფილებას უნდა მიმართოს. დღეს უკვე აღარ არის საჭირო, რომ ბლანკი საქალაქო ზედამხედველის მეშვეობით გადაიგზავნოს.

      5 კრებამ ან ჯგუფმა, რომელიც შევსებულ ბლანკს მიიღებს, უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ვინმემ მალევე მიაკითხოს დაინტერესებულს. თუ გულმოდგინედ ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ — იეჰოვა გაუხსნის გულებს მათ, ვინც ‘მარადიული სიცოცხლისთვის არის განწყობილი’ (საქ. 13:48).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება