საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ჩაატარე ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები
    სამეფო მსახურება — 2005 | მარტი
    • ჩაატარე ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები

      ნაწილი 7: შესწავლის ლოცვით დაწყებისა და დამთავრების შეთავაზება

      1. ა) რატომ არის მართებული, რომ ბიბლიის შესწავლა დაიწყოთ და დაამთავროთ ლოცვით? ბ) რა დაგვეხმარება, რომ დაინტერესებულს ბიბლიის შესწავლის დასაწყისსა თუ დასასრულს ლოცვა შევთავაზოთ?

      1 ბიბლიის შემსწავლელის სულიერი წინსვლა იეჰოვასგან კურთხევაზეა დამოკიდებული (1 კორ. 3:6). ამიტომ მართებულია, რომ შესწავლა დაიწყოს და დამთავრდეს ლოცვით. ზოგჯერ ამის გაკეთება შეგვიძლია პირველი შესწავლისთანავე მათთან, ვისთვისაც უცხო არ არის ქრისტიანული ლოცვები. სხვა შემსწავლელებთან კი საჭიროა გამჭრიახობა გამოვავლინოთ, რათა შევარჩიოთ სათანადო დრო, როდესაც შეიძლება შევთავაზოთ შესწავლის ლოცვით დაწყება და დამთავრება. შეგიძლია გამოიყენო ფსალმუნების 24:4, 5 და 1 იოანეს 5:14 შემსწავლელისთვის იმის დასანახვებლად, თუ რატომ არის საჭირო ლოცვა. აგრეთვე წაუკითხე იოანეს 15:16 იმის ასახსნელად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ლოცვა იესო ქრისტეს სახელით წარმოითქვას.

      2. ვინ უნდა ილოცოს, თუ დას შესწავლაზე თან ახლავს მონათლული ძმა ან მოუნათლავი მამაკაცი მაუწყებელი?

      2 ვინ უნდა ილოცოს შესწავლაზე? თუ დას მონათლული ძმა ახლავს თან, ძმამ უნდა ილოცოს, თუმცა შესწავლა შეიძლება ჩაატაროს დამ, მაგრამ ამ დროს მას თავზე რამე უნდა ჰქონდეს მოხვეული (1 კორ. 11:5, 10). იმ შემთხვევაში კი, თუ შესწავლაზე დას მოუნათლავი მაუწყებელი მამაკაცი ახლავს, დამ უნდა ილოცოს. ამ დროს, როგორც ლოცვისას, ისე შესწავლის ჩატარებისას, დას თავზე რამე უნდა ჰქონდეს მოხვეული.

      3. რა საკითხების მოხსენიებაა მართებული ბიბლიის შესწავლის დროს ლოცვაში?

      3 რა შეიძლება ჩართო ლოცვაში: ბიბლიის შესწავლის დროს ლოცვა ხანგრძლივი კი არ უნდა იყოს, არამედ კონკრეტული. გარდა იმისა, რომ ღმერთს ლოცვაში დახმარება ვთხოვოთ შესწავლისთვის და მადლობა გადავუხადოთ, რომ ჭეშმარიტება გავიგეთ, ასევე მართებულია განვადიდოთ იეჰოვა, როგორც უზენაესი მოძღვარი (ეს. 54:13). ლოცვაში შეგვიძლია გამოვხატოთ გულწრფელი ინტერესი შემსწავლელის მიმართ და მადლიერება — იეჰოვას ორგანიზაციისათვის (1 თეს. 1:2, 3; 2:7, 8). ლოცვაში იმის თხოვნა, რომ იეჰოვამ აკურთხოს შემსწავლელის მცდელობა, რათა ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენოს, დაეხმარება მას, დაინახოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, იყოს ‘სიტყვის შემსრულებელი’ (იაკ. 1:22).

      4. რა სარგებლობა მოაქვს ბიბლიის შესწავლის ლოცვით დაწყებასა და დამთავრებას?

      4 შესწავლისას ლოცვას მრავალი სარგებლობა მოაქვს. მაგალითად, იეჰოვას კურთხევა (ლუკ. 11:13). ლოცვა ღვთის სიტყვის შესწავლის სერიოზულობას უსვამს ხაზს. როცა შემსწავლელი ისმენს ჩვენს ლოცვას, თვითონაც სწავლობს, თუ როგორ ილოცოს (ლუკ. 6:40). გარდა ამისა, სიყვარულით აღძრული გულიდან გამომდინარე ლოცვა, რომელშიც ღმერთს ვემადლიერებით თავისი შეუდარებელი თვისებების გამო, შემსწავლელს იეჰოვასთან პირადი ურთიერთობის განვითარებაში დაეხმარება.

  • როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
    სამეფო მსახურება — 2005 | მარტი
    • როგორ შევთავაზოთ ჟურნალები

      საგუშაგო კოშკი 15 თებ.

      „დროდადრო ვისმენთ ცნობებს იმის თაობაზე, რომ სასწაულები ხდება. [მოიყვანე მაგალითი]. ზოგს სჯერა მოსმენილის, ზოგი კი ეჭვის თვალით უყურებს მას. ეს ჟურნალი გვიხსნის, ნამდვილად მოხდა თუ არ ბიბლიაში ჩაწერილი სასწაულები და ხდება თუ არა მსგავსი სასწაულები დღეს“. წაიკითხე იერემიას 32:21.

      საგუშაგო კოშკი 1 მარ.

      „როგორ ფიქრობთ, იქნებოდა მსოფლიოში უკეთესი პირობები, ყველას რომ გაეთვალისწინებინა შემდეგი რჩევა? [წაიკითხე რომაელების 12:17, 18. გიპასუხოს]. სამწუხაროდ, ზოგჯერ ადამიანებს შორის უთანხმოებები ხდება. ეს ჟურნალი გვიჩვენებს, თუ როგორ შეგვიძლია ბიბლიური რჩევის გამოყენებით მოვაგვაროთ უთანხმოება და აღვადგინოთ მშვიდობა“.

      გამოიღვიძეთ! 8 მარ.

      ძველ დროში ღმერთი მოითხოვდა, რომ ბავშვებს პატივი ეცათ როგორც დედისთვის, ასევე მამისთვის [წაიკითხე გამოსვლის 20:12]. თქვენი აზრით, დღესაც იმსახურებენ დედები პატივისცემას? [დაელოდე, გიპასუხოს]. ამ ჟურნალში ნაჩვენებია, თუ რა სირთულეებს აწყდებიან დედები სხვადასხვა ქვეყანაში და როგორ უმკლავდებიან ისინი მათ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება