-
აბრაამი — ძლიერი რწმენის მქონე კაცისაგუშაგო კოშკი — 2012 | 1 იანვარი
-
-
თარგმანი“). ისინი წარსულს კი არ მისტიროდნენ, არამედ იმაზე ფიქრობდნენ, თუ როგორ აკურთხებდა ღმერთი მათ და მათ შთამომავლებს მომავალში (ებრაელები 11:16).
ჰქონდა აბრაამს რწმენის საფუძველი? რა თქმა უნდა. იეჰოვამ ყველა თავისი დანაპირები შეასრულა. აბრაამის შთამომავლები გამრავლდნენ და საბოლოოდ ერად ჩამოყალიბდნენ, რომელსაც ისრაელი ეწოდა. გავიდა დრო და ისრაელები მთელი ქანაანის ტერიტორიაზე დასახლდნენ — მიწაზე, რომელიც იეჰოვამ აბრაამს აღუთქვა (იესო ნავეს ძე 11:23).
რა შეგვიძლია ვისწავლოთ? ჩვენც შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა შეასრულებს თავის აღთქმებს. მაშინაც კი, თუ რომელიმე დანაპირების შესრულება ადამიანური თვალსაზრისით შეუძლებელი ჩანს, ჩვენ გვჯერა, რომ „ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია“ (მათე 19:26).
აბრაამისგან იმასაც ვსწავლობთ, რომ ვიფიქროთ არა წარსულზე, არამედ იმაზე, თუ რა შესანიშნავი ცხოვრება გველის მომავალში. სწორედ ამგვარად იქცევა ერთი მამაკაცი, სახელად ჯეისონი. ის მძიმე დაავადების გამო სრულიად პარალიზებულია. „უნდა ვაღიარო, რომ ზოგჯერ წარსულზე მეფიქრება ხოლმე, — ამბობს ჯეისონი. — არაფერი ისე არ მენატრება, როგორც ჩემს ცოლთან, ამანდასთან, ჩახუტება“.
მიუხედავად ამისა, ჯეისონს მტკიცედ სჯერა, რომ იეჰოვა შეასრულებს თავის დაპირებებს და დედამიწას სამოთხედ გადააქცევს, სადაც ერთგულ ადამიანებს სრულყოფილი ჯანმრთელობა ექნებათ და მარადიული სიცოცხლით გაიხარებენ (ფსალმუნი 37:10, 11, 29; ესაია 35:5, 6; გამოცხადება 21:3, 4).a ჯეისონი დასძენს: „საკუთარ თავს ვახსენებ, რომ ყველაფერი საუკეთესო წინ გველის. მალე სტრესი, მწუხარება, გულგატეხილობა და დანაშაულის გრძნობა აღარავის შეაწუხებს, რადგან ამ ყველაფერს სამუდამოდ მოეღება ბოლო“. რა შესანიშნავად ჰბაძავს ჯეისონი აბრაამს!
-
-
აბრაამი — გაბედული კაცისაგუშაგო კოშკი — 2012 | 1 იანვარი
-
-
აბრაამი — გაბედული კაცი
აბრაამი ხედავდა, როგორ ემზადებოდნენ მისი ოჯახის წევრები და მსახურები ქანაანში გასამგზავრებლად (დაბადება 12:1—5). ის უყურებდა ამდენ ხალხს, რომლებიც მის კმაყოფაზე იყვნენ და მათ წინაშე დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა. როგორ იზრუნებდა მათ ფიზიკურ მოთხოვნილებებზე უცხო ქვეყანაში? ურში, ამ მდიდარ და წყალუხვ მხარეში, სადაც უამრავი საძოვარი და ნაყოფიერი მიწები იყო, მას ხომ უფრო გაუადვილდებოდა მათზე ზრუნვა? რა ეშველებოდა მათ, ამ უცხო ქვეყანაში ცუდად რომ გამხდარიყო აბრაამი ან მომკვდარიყო? ვინღა იზრუნებდა მის ოჯახზე? რომც ჰქონოდა ასეთი უარყოფითი ფიქრები, ის არ მისცემდა შიშს იმის უფლებას, რომ მისთვის ხელ-ფეხი შეეკრა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ, რაც არ უნდა მომხდარიყო, ღმერთს დამორჩილებოდა. ეს კი იმაზე მეტყველებდა, რომ ის გაბედული კაცი იყო.
რას ნიშნავს გამბედაობა? ეს თვისება ახასიათებს ძლიერ, გაბედულ და მამაც ადამიანს. ეს არის სილაჩრის და სიმხდალის საპირისპირო თვისება. იყო გაბედული, იმას არ ნიშნავს, რომ არაფრის შიში არ გქონდეს. ღვთის დახმარებით ასეთი ადამიანი შიშის მიუხედავად გაბედულად მოქმედებს.
როგორ ავლენდა აბრაამი გაბედულებას? აბრაამს არ ეშინოდა, ყოფილიყო სხვებისგან განსხვავებული. ის ისეთ გარემოში გაიზარდა, სადაც ხალხი უამრავ ღვთაებასა და კერპს ემსახურებოდა. ის სხვების შიშით თავს არ იკავებდა, რომ გაეკეთებინა ის, რაც იცოდა, რომ სწორი იყო. აბრაამმა გაბედულად აირჩია ცხოვრების განსხვავებული კურსი და გადაწყვიტა, თაყვანი ეცა ერთადერთი ღმერთისთვის — „უზენაესი ღვთის“, იეჰოვასთვის (დაბადება 14:21, 22).
აბრაამმა სიმდიდრეზე წინ ჭეშმარიტი ღვთისადმი თაყვანისცემა დააყენა. ის მზად იყო, დაეტოვებინა მდიდარი ქალაქი ური და წასულიყო უდაბნოში. აბრაამი მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ იეჰოვა იზრუნებდა მის ფიზიკურ მოთხოვნილებებზე. ალბათ, წლების შემდეგ ეს ღვთისმოშიში კაცი გაიხსენებდა იმ უზრუნველ ცხოვრებას, რომელიც ურში ჰქონდა. მაგრამ მას ყოველთვის სჯეროდა, რომ იეჰოვა არასოდეს მიატოვებდა და იზრუნებდა მასზე და მის ოჯახზე. რადგანაც იეჰოვა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება იყო, ეს აბრაამს გაბედულებას მატებდა, რომ ღვთის მოთხოვნებს დამორჩილებოდა.
რა შეგვიძლია ვისწავლოთ? შეგვიძლია მივბაძოთ აბრაამს გაბედულების გამოვლენაში და დავემორჩილოთ იეჰოვას მაშინაც კი, როცა ჩვენ გარშემო მყოფნი ასე არ იქცევიან. მაგალითად, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ისინი, ვინც იეჰოვას ერთგულნი რჩებიან, წინააღმდეგობებს შეხვდებიან. წინააღმდეგობა ზოგჯერ შეიძლება კეთილმოსურნე მეგობრებმა ან ნათესავებმა გაგიწიონ (იოანე 15:20). მაგრამ, როცა ღრმად ვართ დარწმუნებული იმაში, რაც იეჰოვა ღმერთზე ვისწავლეთ, მტკიცედ ვიცავთ ჩვენს რწმენას, თუმცა ამას სხვებისადმი პატივისცემით ვაკეთებთ (1 პეტრე 3:15).
ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ ღმერთი იზრუნებს მათზე, ვინც მისადმი რწმენას გამოავლენს. ეს კი თავის მხრივ გაბედულებას შეგვმატებს, რომ ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე სულიერი დავაყენოთ და არა მატერიალური (მათე 6:33). განვიხილოთ, თუ როგორ მიაღწია ამას ერთმა ოჯახმა.
მიუხედავად იმისა, რომ დაგსა და ბეკის ორი მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავდათ, სურდათ გადასულიყვნენ ისეთ ქვეყანაში, სადაც სასიხარულო ცნობის მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. მათ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეს, მხურვალედ ილოცეს და გადაწყვიტეს განეხორციელებინათ თავიანთი გეგმები. „დიდი გაბედულება იყო საჭირო, რომ ორი მცირეწლოვანი ბავშვით გადავსულიყავით სხვაგან, როცა წარმოდგენაც კი არ გვქონდა, როგორ წარიმართებოდა ჩვენი ცხოვრება იქ. მაგრამ სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, აბრაამისა და სარას მაგალითზე ვიმსჯელეთ. ძალიან დაგვეხმარა იმაზე დაფიქრება, თუ როგორ ენდობოდნენ ისინი იეჰოვას და როგორ ზრუნავდა ისიც მათზე“, — ამბობს დაგი.
„იეჰოვამ დიდად გვაკურთხა“, — ამბობს დაგი. შემდეგ კი დასძენს: „რადგან ცხოვრება გავიმარტივეთ, შესაძლებლობა გვაქვს, დროის უმეტესი ნაწილი ერთად გავატაროთ — ერთად ვიქადაგოთ, ვისაუბროთ და ვეთამაშოთ ბავშვებს. ეს მთელ ოჯახზე კარგად მოქმედებს და ყველანი ბედნიერები ვართ“.
რა თქმა უნდა, ყველას არ შეუძლია ასეთი რადიკალური ცვლილებების მოხდენა. თუმცა, თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია მივბაძოთ აბრაამს და ცხოვრებაში პირველ ადგილზე დავაყენოთ ღვთისადმი თაყვანისცემა. თუ ასე მოვიქცევით, დარწმუნებული ვიქნებით, რომ ღმერთი ყოველთვის მხარში ამოგვიდგება. ამგვარად, თამამად შევძლებთ ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვების გამეორებას: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება“ (ებრაელები 13:5, 6).
-