ღვთის სიტყვის საუნჯე | იგავები 22—26
ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს
„იგავებში“ სანდო რჩევებია ჩაწერილი მშობლებისთვის. ყლორტს საითაც გადახრი, იმ მიმართულებითაც გაიზრდება. მსგავსად, სათანადოდ აღზრდილი შვილები მოწიფულობის ასაკშიც ემსახურებიან იეჰოვას.
- ბავშვის სათანადოდ აღზრდას საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. 
- საჭიროა შვილებისთვის კარგი მაგალითის მიცემა, დარიგება, შეგონება, გამხნევება და დასჯა. 
- აღზრდა არის სიყვარულით გულისა და გონების გამოსწორება. 
- ყველა ბავშვი სხვადასხვანაირ აღზრდას საჭიროებს.