საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „სიკეთის კანონმა“ დაიცვას თქვენი ენა
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 აგვისტო
    • 18, 19. რატომ არ უნდა მოშორდეს „სიკეთის კანონი“ ჩვენს ბაგეს თანაქრისტიანებთან ურთიერთობის დროს?

      18 თანაქრისტიანებთან ურთიერთობის დროს ყოველთვის უნდა ვავლენდეთ ერთგულ სიყვარულს. დაძაბულ სიტუაციაშიც კი „სიკეთის კანონი“ არ უნდა მოშორდეს ჩვენს ბაგეს. იეჰოვა უკმაყოფილო იყო ისრაელის ძეებით, როცა მათი სიკეთე „ნამივით [გახდა], რომელიც მალევე ქრება“ (ოს. 6:4, 6). იეჰოვას გულს უხარებს, როცა ხედავს, რომ ყოველთვის სიყვარულით ვავლენთ სიკეთეს. როგორ აკურთხებს ის მათ, ვინც ყოველთვის ცდილობს ამ თვისების გამოვლენას?

  • რატომ უნდა ვიყოთ პუნქტუალურები?
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 აგვისტო
    • რატომ უნდა ვიყოთ პუნქტუალურები?

      ყოველთვის ადვილი არ არის, იყო პუნქტუალური ანუ დანიშნულ დროს არ გადააცილო. ამაში შეიძლება ხელს გვიშლის დიდი მანძილი, საცობები და გადატვირთული გრაფიკი. მაგრამ დანიშნულების ადგილზე დროულად მისვლა მაინც მნიშვნელოვანია. მაგალითად, პუნქტუალურ ადამიანს სამსახურში სანდო და გულმოდგინე თანამშრომლად თვლიან. მეორე მხრივ ის, ვინც აგვიანებს, არა მარტო ხელს უშლის მუშაობაში სხვებს, არამედ ეს მისი სამუშაოს ხარისხზეც აისახება. დაგვიანების გამო სტუდენტებს უცდებათ ლექციები, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მათ აკადემიურ მოსწრებაზე. ექიმთან ან სტომატოლოგთან დაგვიანებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მკურნალობის ხარისხზე.

      ზოგან პუნქტუალურობას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. ასეთ გარემოში ადვილად შეიძლება დაგვიანება ჩვევად გვექცეს. ამ შემთხვევაში მიზნად უნდა დავისახოთ, რომ დანიშნულ ადგილზე დროზე მივიდეთ. პუნქტუალურები იმ შემთხვევაში ვიქნებით, თუ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თვისება. რატომ უნდა ვიყოთ პუნქტუალურები? რა უნდა გავაკეთოთ, რომ ხელის შემშლელი ფაქტორების მიუხედავად არ დავაგვიანოთ დანიშნულების ადგილზე? რა დადებით შედეგებს მოვიმკით, თუ ყოველთვის დროულად ვიქნებით დანიშნულების ადგილზე?

      იეჰოვა ყველაფერს დროულად აკეთებს

      პუნქტუალურები პირველ რიგში იმიტომ უნდა ვიყოთ, რომ ჩვენს ღმერთს მივბაძოთ

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება