ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 34
ვიაროთ უმწიკვლოდ
- 1. ჩემს ნაბიჯს შენ შეხედე, უფალო, - ხომ გენდობი მე შენ, დავდივარ უმწიკვლოდ? - შემამოწმე და თან გამომცადე, - გული და გონება ჩემი გამოაწრთე. - (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ) - მე მსურს მუდამ შენ წინაშე ვიყო, - გულით, შემართებით, ვიარო უმწიკვლოდ. 
- 2. არ დავჯდები ბოროტებთან ერთად, - მოვიძულებ, ვისაც სძულს ჭეშმარიტება. - ნუ წამართმევ სიცოცხლეს, როგორც მას, - ვისაც ბოროტება ჰგვრის სიამოვნებას. - (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ) - მე მსურს მუდამ შენ წინაშე ვიყო, - გულით, შემართებით, ვიარო უმწიკვლოდ. 
- 3. რადგან მიყვარს შენი სამყოფელი, - ვარ შენი გულწრფელი თაყვანისმცემელი. - ვეახლები შენს სამსხვერპლოს წმინდას, - რომ მადლობის მსხვერპლი მოწიწებით გიძღვნა. - (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ) - მე მსურს მუდამ შენ წინაშე ვიყო, - გულით, შემართებით, ვიარო უმწიკვლოდ. 
(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 25:2)