ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 29
ღირსებით ვატარებთ ღვთის სახელს
ბეჭდური ვერსია
1. იეჰოვა, მარადიულო ღმერთო,
სიყვარულს, ძალას სრულყოფილად ფლობ.
ხარ ყოვლისშემძლე და სამართლიანი,
ჭეშმარიტების და სიბრძნის წყარო.
შენ, უზენაესო, მმართველობ ცაში,
გვგვრის სიხარულს შენი მსახურება.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
პატივი გვაქვს, ვიყოთ ღვთის მოწმეები,
ღირსებით ვატარებთ ამ წოდებას.
2. გვაერთიანებს შენს ხალხს მსახურება,
მშვიდობა, დაძმური სიყვარული.
ერთგულად ვამცნობთ შენს ჭეშმარიტებას,
აღვსილი გვაქვს გული სიხარულით.
შენს სახელს ვატარებთ და მთელი გულით
გვსურს დღედაღამ შენი განდიდება.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
პატივი გვაქვს, ვიყოთ ღვთის მოწმეები,
ღირსებით ვატარებთ ამ წოდებას.
(იხილეთ აგრეთვე კან. 32:4; ფსალმ. 43:3; დან. 2:20, 21)