საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „სიყვარულის ნადიმები“
  • სიყვარულის ნადიმები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სიყვარულის ნადიმები
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • გახსენების საღამო
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • უფლის ვახშამი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • რატომ უნდა აღვნიშნოთ უფლის გახსენების საღამო?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • ჭამა-სმა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „სიყვარულის ნადიმები“

სიყვარულის ნადიმები

სიყვარულის ნადიმების შესახებ ბიბლიიდან ბევრი არაფერია ცნობილი, მათ შორის არც ის, თუ რა სიხშირით იმართებოდა ისინი (იუდ. 12). არც უფალ იესო ქრისტეს და არც მოციქულებს არ დაუწესებიათ ნადიმების გამართვა, შესაბამისად, მსგავსი შეკრებები არ უნდა მივიჩნიოთ სავალდებულო ან უცვლელ ღონისძიებად. არსებობს მოსაზრება, რომ ეს ნადიმები შეძლებული ქრისტიანების მიერ ღარიბი თანამორწმუნეებისთვის გამართული წვეულებები იყო. ობლები, ქვრივები, მდიდრები თუ ღარიბები ძმურ სიყვარულში საერთო სუფრებს აწყობდნენ.

ახ. წ. II—III სს.-ში მოღვაწე ღვთისმეტყველი ტერტულიანე სიყვარულის ნადიმების შესახებ ამბობდა, რომ ვიდრე სანადიმოდ დასხდებოდნენ, ქრისტიანები ღვთის წინაშე ლოცვას აღავლენდნენ. ისინი ზომიერად ჭამდნენ და სვამდნენ, მხოლოდ იმდენს, შიმშილი და წყურვილი რომ მოეკლათ, რადგან ახსოვდათ, რომ დღითაც და ღამითაც ღვთის თაყვანისმცემლები იყვნენ. მათი მუსაიფი იმ ადამიანების მუსაიფს ჰგავდა, ვინც იცის, რომ უფალი უგდებს ყურს. ყველა მღეროდა და ნადიმი ლოცვით მთავრდებოდა („აპოლოგია“, XXXIX, 16—18).

სიყვარულის ნადიმები თავდაპირველად კეთილი განზრახვით რომ იმართებოდა, ამას მისივე სახელწოდება მოწმობს, რომელშიც ბერძნული სიტყვა აგაპეა გამოყენებული. იგი სიყვარულის აღმატებული ფორმის, პრინციპებზე დაფუძნებული სიყვარულის აღსაწერად გამოიყენება. ამ სიტყვით დაახასიათა იოანემ ღმერთი, როცა დაწერა, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (1ინ. 4:8). გალატელების 5:22-ში მას სულის ნაყოფის ჩამონათვალში ვხვდებით, ხოლო 1 კორინთელების 13:4—7-ში — მის ვრცელ აღწერილობას.

არ არის უფლის ვახშამი. არსებობს მოსაზრება, რომ სიყვარულის ნადიმებს ქრისტიანები უფლის სერობის აღნიშვნამდე ან აღნიშვნის შემდეგ მართავდნენ, რაც საფუძველს მოკლებულია. უფლის ვახშამი ყოველწლიურად ერთსა და იმავე დღეს, მთვარისმიერი კალენდრით 14 ნისანს აღინიშნებოდა, მაშინ როცა სიყვარულის ნადიმებს, როგორც ჩანს, ხშირად, არა კონკრეტული კალენდარული თარიღის მიხედვით მართავდნენ. პავლემ ის ქრისტიანები, რომლებსაც უფლის სერობაზე ვახშამი მიჰქონდათ, გაკიცხა. „ნუთუ სახლები არა გაქვთ, რომ იქ ჭამოთ და სვათ? .. თუ ვინმე მშიერია, სახლში ჭამოს“, — სწერდა პავლე თანამორწმუნეებს (1კრ. 11:22, 34). უფლის ვახშამი განსაკუთრებული მოწიწებით უნდა აღენიშნათ; დამსწრეებს ამ მოვლენის მნიშვნელობაზე უნდა ეფიქრათ და არა ჭამა-სმაზე.

აღსანიშნავია, რომ არც საქმეების 2:42, 46-სა და 20:7-ში ნახსენებ „ერთად ჭამაში“ („პურის გატეხვაში“, კს) იგულისხმება სიყვარულის ნადიმები. იმ დროს თხელ პურებს აცხობდნენ და ვინაიდან უფუარი პური ხრამუნა და მტვრევადი იყო, გამოთქმა „პურის გატეხვა“ პურის ჭამის სინონიმად იქცა (სქ. 2:46, კს; შდრ. აქ-ს).

ბოროტად გამოყენება. სამწუხაროდ, სიყვარულის ნადიმებს ბოროტად იყენებდნენ ის ადამიანები, რომლებსაც სწორი სულიერი ხედვა არ ჰქონდათ. ვინაიდან სიყვარულის ნადიმების გამართვა მხოლოდ ჩვეულება იყო, რაც არც უფალ იესო ქრისტეს და არც მის მოციქულებს დაუწესებიათ, მოგვიანებით ის მოიშალა. იუდას წერილიდან ნათლად ჩანს, რომ ამ შეკრებებზე მოსულთაგან ზოგიერთს ბოროტი განზრახვები ამოძრავებდა. „ისინი წყალქვეშა კლდეები არიან თქვენი სიყვარულის ნადიმებზე, როცა ნადიმობენ თქვენთან ერთად; მწყემსები, რომლებიც საკუთარ თავს კვებავენ და შიშიც კი არა აქვთ“ (იუდ. 12). პეტრეს სიტყვების თანახმად, ჭეშმარიტ ქრისტიანებში შემოიჭრებოდნენ ცრუმოძღვრებების მქადაგებელი უკეთური ადამიანები. „[ისინი] დღისით ფუფუნებაში ცხოვრებას განცხრომად მიიჩნევენ. ლაქასავით და მანკივით არიან და უსაზღვრო სიამოვნებას ანიჭებთ თქვენთან ერთად ნადიმობისას საკუთარი მაცდუნებელი სწავლებების გავრცელება“, — წერდა პეტრე (2პტ. 2:13). როგორც პირველ საუკუნეში, ისე დღესაც, ქრისტიანები სიამოვნებით ატარებენ ერთად დროს და შეძლებისდაგვარად ხელს უმართავენ ერთმანეთს, თუმცა ეს ქრისტიანულ კრებაში სიყვარულის ნადიმების ჩვეულების აღდგენის საბაბს არ იძლევა (იაკ. 1:27; 2:15).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება