ქრისტიანული ცხოვრება
შეგიძლია გაიღო დრო და ენერგია?
როგორც ესაიამ იწინასწარმეტყველა, დღეს იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერი ნაწილის უპრეცედენტო ზრდის მომსწრენი ვართ (ეს. 54:2). ამიტომ საჭიროა ახალი ფილიალებისა თუ სამეფო და საკონგრესო დარბაზების აშენება. მშენებლობის შემდეგ ამ ნაგებობებს მოვლა-პატრონობა და შერემონტება სჭირდება. შეგვიძლია ჩვენი დრო და ენერგია გავიღოთ იეჰოვასთვის და . . .
- სამქადაგებლო ჯგუფთან ერთად მონაწილეობა მივიღოთ სამეფო დარბაზის დასუფთავებაში. 
- გავიაროთ სპეციალური მომზადება, რათა უკეთ მოვუაროთ სამეფო დარბაზებს. 
- შევავსოთ განცხადება ადგილობრივ საპროექტო-სამშენებლო პროექტებში მოხალისედ მსახურებისთვის (DC-50). ეს შესაძლებლობას მოგვცემს, დროდადრო მონაწილეობა მივიღოთ იმ შენობების აშენებასა თუ მოვლა-პატრონობაში, რომლებიც ჩვენს სახლთან ახლოს მდებარეობს. 
- შევავსოთ განცხადება მოხალისედ მსახურებისთვის (A-19) და ერთი კვირით ან უფრო მეტი ხნით მოხალისედ ვიმსახუროთ ადგილობრივ თუ სხვა ფილიალში. 
უყურე ვიდეორგოლს „იგეგმება ახალი სამშენებლო პროექტი“ და უპასუხე შემდეგ კითხვებს:
- როგორ გაიზარდა ვიდეომასალის რიცხვი 2014 წლიდან მოყოლებული? 
- რა პროექტია დაგეგმილი და როდის უნდა დაიწყოს და დასრულდეს მისი მშენებლობა? 
- როგორ შეუძლიათ მოხალისეებს თავიანთი წვლილის შეტანა? 
- რატომ უნდა შეავსონ განცხადება (DC-50) და იმსახურონ ადგილობრივ საპროექტო-სამშენებლო პროექტებზე მათ, ვისაც რამაპოს მშენებლობაში სურთ მონაწილეობის მიღება? 
- საიდან ჩანს, რომ იეჰოვა ხელმძღვანელობს ამ პროექტს? 
- როგორ შეგვიძლია ჩვენი წვლილის შეტანა მაშინაც კი, თუ მშენებლობაში პირადად ვერ ვიღებთ მონაწილეობას?