ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 17
გასაგები ენით საუბარი
1 კორინთელები 14:9
ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲐᲖᲠᲘ: დაეხმარე მსმენელს, გაიგოს, რის თქმა გინდა.
ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝ:
- კარგად შეისწავლე მასალა. კარგად გაერკვიე საკითხში, რომ მარტივად და საკუთარი სიტყვებით გადმოსცე. 
- გამოიყენე მოკლე წინადადებები და მარტივი ფრაზები. მართალია, გრძელი წინადადებების გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ ძირითად აზრებს მოკლე წინადადებებითა და ფრაზებით გადმოსცემ. 
- ახსენი უცნობი ტერმინები. უმჯობესია, არ გამოიყენო მსმენელისთვის უცნობი ფრაზები. თუ მაინც მოიხსენიებ უცნობ ტერმინს, ნაკლებად ცნობილ ბიბლიურ პერსონაჟს ან ძველი დროის საზომ ერთეულსა თუ ჩვეულებას, ახსენი კიდეც.