ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 76
რას გრძნობ, რას განიცდი?
- 1. რას გრძნობ, რას განიცდი, - როცა სხვებს ეხმარები, - ასწავლი და ქადაგებ, - გულწრფელებს დაეძებ? - საუკეთესო მსხვერპლს - უძღვნი ძვირფას შემოქმედს. - ღმერთი ყველას გულს იცნობს - და თავისკენ უხმობს. - (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ) - მსახურება გვგვრის სიხარულს, - ღვთის საქმეს ვუძღვნით სულს და გულს. - გვსურს, ქების მსხვერპლი ვუძღვნათ ღმერთს - ჩვენ მთელი სიცოცხლე. 
- 2. რას გრძნობ, რას განიცდი, - როცა თბილი სიტყვებით - ამცნობ სიცოცხლის ცნობას - და ხალხს აუწყებ ხსნას? - ზოგს მოსმენა არ სურს, - ზოგჯერ შეგვაქცევენ ზურგს, - ჩვენ კი ღვთის გულს ვახარებთ, - მის სახელს ვატარებთ. - (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ) - მსახურება გვგვრის სიხარულს, - ღვთის საქმეს ვუძღვნით სულს და გულს. - გვსურს, ქების მსხვერპლი ვუძღვნათ ღმერთს - ჩვენ მთელი სიცოცხლე. 
- 3. რას გრძნობ, რას განიცდი? - იცი, მხარს გიჭერს ღმერთი. - მან მოგანდო საქმე, რომ - შენ ის შეასრულო. - ჩვენ გვეამაყება - ღვთის სიტყვის ქადაგება. - სანამ დროა, გულწრფელებს - გზას ღვთისკენ ვუჩვენებთ. - (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ) - მსახურება გვგვრის სიხარულს, - ღვთის საქმეს ვუძღვნით სულს და გულს. - გვსურს, ქების მსხვერპლი ვუძღვნათ ღმერთს - ჩვენ მთელი სიცოცხლე. 
(იხილეთ აგრეთვე საქ. 13:48; 1 თეს. 2:4; 1 ტიმ. 1:11)