ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 12
სითბო და თანაგრძნობა
1 თესალონიკელები 2:7, 8
ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲐᲖᲠᲘ: ისაუბრე გულწრფელად და დაანახვე მსმენელებს, რომ მათი დახმარება გსურს.
ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝ:
- იფიქრე მსმენელზე. თანაგრძნობით რომ განეწყო, იფიქრე იმაზე, თუ რა პრობლემებს ხვდებიან შენი მსმენელები. შეეცადე, წარმოიდგინო, რას გრძნობენ ისინი. 
- გულდასმით შეარჩიე სიტყვები. შეეცადე გამოაცოცხლო, ანუგეშო და გაამხნეო მსმენელი. მოერიდე ისეთ გამოთქმებს, რომლებითაც შეიძლება მათ უნებურად აწყენინო. უდიერად ნუ მოიხსენიებ მათ, ვინც არ ემსახურება იეჰოვას და ნუ შეურაცხყოფ მათ მრწამსს. 
- გამოხატე ინტერესი. თბილი ტონითა და შესაბამისი ჟესტიკულაციით დაანახვე მსმენელებს, რომ ნამდვილად ზრუნავ მათზე. აკონტროლე სახის გამომეტყველება და ხშირად გაიღიმე.