ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 2
იეჰოვაა შენი სახელი
1. ჭეშმარიტო ღმერთო
და შემოქმედო ჩვენო,
შენ გვაჩუქე სიცოცხლე,
ძლიერ შეგვიყვარე.
დღეს ჩვენი გულები
ძგერს სიხარულით სავსე,
გვახარებს, ვატარებდეთ
შენს დიდებულ სახელს.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
შენს სახელს ვადიდებთ,
ღმერთო, იეჰოვა.
ხარ ერთგული და მზრუნველი,
ვერვინ გიტოლდება.
მხოლოდ შენ ხარ ყოვლისშემძლე,
იცოდეს ეს ყველამ.
შენს სახელს ვადიდებთ
და ერთადერთს გიძღვნით ქებას.
2. შენს ერთგულ მსახურებს
არ გვტოვებ არასოდეს
და პირობას ასრულებ,
მძიმე ჟამს შვებას გვძენ.
არ ხარ უსამართლო,
ჩვენს შრომას არ ივიწყებ,
გულით გაღებულ დიდ მსხვერპლს
შენ დიდად აფასებ.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
შენს სახელს ვადიდებთ,
ღმერთო, იეჰოვა.
ხარ ერთგული და მზრუნველი,
ვერვინ გიტოლდება.
მხოლოდ შენ ხარ ყოვლისშემძლე,
იცოდეს ეს ყველამ.
შენს სახელს ვადიდებთ
და ერთადერთს გიძღვნით ქებას.
(იხილეთ აგრეთვე 2 მატ. 6:14; ფსალმ. 72:19; ეს. 42:8)