წყაროები – „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
© 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
26 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ – 1 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲔᲡᲐᲘᲐ 28, 29
ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „არიელი“ ¶1; it „არიელი“ №3
არიელი
[ღვთის სამსხვერპლოს საცეცხლე; ღვთის ლომი]
3. ესაიას 29:1, 2, 7-ში მოხსენიებული სახელი, რომელშიც იერუსალიმი იგულისხმება. იერუსალიმში იეჰოვას ტაძარი და სამსხვერპლო მდებარეობდა. შესაბამისად, ეს ქალაქი, ფაქტობრივად, იეჰოვას სამსხვერპლოს საცეცხლეს წარმოადგენდა. იერუსალიმი წმინდა თაყვანისმცემლობის ცენტრიც უნდა ყოფილიყო. თუმცა, როგორც ესაიას 29:1–4-დან ვიგებთ, მოგვიანებით ის განადგურდებოდა. ეს წინასწარმეტყველება ძვ. წ. 607 წელს შესრულდა, როცა ბაბილონელებმა მიწასთან გაასწორეს იერუსალიმი. იმ დროს ეს ქალაქი „სამსხვერპლოს საცეცხლეს“ სხვა გაგებითაც დაემსგავსა – იერუსალიმი მაშინ ცეცხლის ალში გაეხვა, უამრავი ადამიანის სისხლი დაიღვარა და ქალაქი ცეცხლით განადგურებულთა ცხედრებით აივსო. ესაიას 29:9–16-ში საუბარია იმ ძირითად მიზეზებზე, თუ რატომ დაატყდა თავს ამ ქალაქს ასეთი უბედურება. ესაიას 29:7, 8-დან იმასაც ვიგებთ, რომ ის ერები, რომლებიც იერუსალიმს თავს დაესხმებოდნენ, საბოლოო ჯამში, მარცხს განიცდიდნენ.
16–22 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲔᲡᲐᲘᲐ 36, 37
ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „ლაგამი“ ¶4
ლაგამი
იეჰოვამ ასურეთის მეფე სინახერიბს უთხრა: „შენმა რისხვამ და შენმა ღრიალმა ჩემს ყურამდე მოაღწია. ამიტომ ცხვირში კავს ამოგდებ და პირში – ლაგამს, იმავე გზით დაგაბრუნებ, რომლითაც მოხვედი!“ (2მფ. 19:28; ეს. 37:29). იეჰოვამ იძულებული გახადა სინახერიბი, უკან დაეხია. მას მოუწია, მოეხსნა იერუსალიმისთვის შემორტყმული ალყა და ნინევეში დაბრუნებულიყო, სადაც მოგვიანებით მისმა ვაჟებმა სიცოცხლეს გამოასალმეს (2მფ. 19:32–37; ეს. 37:33–38). როგორც ცხოველებს იმორჩილებენ ლაგმის მეშვეობით, იეჰოვას მიერ მტრებისთვის პირში ლაგმის ამოდებაც მათ სრულ კონტროლზე მიუთითებს (ეს. 30:28).