საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ელისაბედს შვილი შეეძინა
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
    • ზაქარია მეგობრებსა და ნათესავებს აგებინებს, რომ მის ვაჟს იოანე ერქმევა.

      ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 68

      ელისაბედს შვილი შეეძინა

      იერუსალიმის გალავნის აშენებიდან 400 წელზე მეტი გავიდა. იერუსალიმთან ახლოს ცხოვრობდა ერთი მღვდელი, სახელად ზაქარია. მის ცოლს ელისაბედი ერქვა. ისინი დიდი ხნის ცოლ-ქმარი იყვნენ, მაგრამ შვილი არ ჰყავდათ. ერთხელ, როცა ზაქარია ტაძარში საკმეველს აკმევდა, მას ანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა. ზაქარიას შეეშინდა, მაგრამ გაბრიელმა დაამშვიდა ის: ნუ გეშინია! კარგი ამბავი მოგიტანე იეჰოვასგან. შენს ცოლს, ელისაბედს, ვაჟი შეეძინება. მას იოანე უნდა დაარქვა. იეჰოვა მას დიდ საქმეს გააკეთებინებს. ზაქარიამ ჰკითხა ანგელოზს: როგორ დავიჯერო შენი ნათქვამი?! მე და ჩემი ცოლი მოხუცები ვართ, შვილი როგორ გვეყოლება?! გაბრიელმა მიუგო: მე ღმერთმა გამომგზავნა შენთან, რომ ეს ამბავი მეთქვა, მაგრამ რადგან არ დაიჯერე, დამუნჯდები და ვეღარ ილაპარაკებ, სანამ ბავშვი არ დაიბადება.

      ზაქარია ტაძრის წმინდაში ჩვეულებრივზე დიდხანს დარჩა. ბოლოს, როცა გამოვიდა, გარეთ ხალხი დახვდა. მათ უნდოდათ გაეგოთ, რა მოხდა; მაგრამ ზაქარია ვერ ლაპარაკობდა, ის მხოლოდ ხელებით ანიშნებდა მათ რაღაცებს. ისინი მიხვდნენ, რომ მან ღვთისგან რაღაც ცნობა მიიღო.

      მალე ელისაბედი დაორსულდა და როგორც ანგელოზმა თქვა, ბიჭი გააჩინა. მისი მეგობრები და ნათესავები ბავშვის სანახავად მივიდნენ. ყველანი ძალიან გახარებულები იყვნენ. ელისაბედმა თქვა: ბავშვს იოანე უნდა დავარქვათ. მეგობრებმა და ნათესავებმა უთხრეს მას: თქვენს სანათესავოში იოანე არავის ჰქვია; ზაქარია დაარქვით, მამამისის სახელი. ამ დროს ზაქარიამ ხის დაფა მოითხოვა და ზედ დაწერა: მისი სახელი იოანე იქნება. იმ წუთიდან ზაქარიამ ლაპარაკი დაიწყო. ბავშვის დაბადების ამბავი მთელ იუდეაში გავრცელდა. ხალხი ამბობდა, ნეტა, ვინ იქნება ეს ბავშვი, როცა გაიზრდებაო.

      იმ დღეებში ზაქარია წმინდა სულით აღივსო და იწინასწარმეტყველა: კურთხეულია იეჰოვა. ის დაჰპირდა აბრაამს, რომ გამოგზავნიდა მხსნელს, მესიას, რათა გადავერჩინეთ. იოანე იქნება წინასწარმეტყველი და ის მოუმზადებს გზას მესიას.

      რაღაც განსაკუთრებული რამ ელისაბედის ნათესავის, მარიამის, ცხოვრებაშიც მოხდა. მოდი ამაზე შემდეგ მოთხრობაში ვისაუბროთ.

      „ეს ადამიანისთვისაა შეუძლებელი, თორემ ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია“ (მათე 19:26).

      კითხვები: რა უთხრა გაბრიელმა ზაქარიას? რა განსაკუთრებული დავალება უნდა შეესრულებინა იოანეს?

      მათე 11:7–14; ლუკა 1:5–25, 57–79; ესაია 40:3; მალაქია 3:1

  • გაბრიელი ეცხადება მარიამს
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
    • მარიამს ანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა.

      ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 69

      გაბრიელი ეცხადება მარიამს

      იოსებს სიზმარში ანგელოზი ეცხადება.

      ელისაბედის ერთ-ერთი ნათესავი, ახალგაზრდა მარიამი, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდა. მარიამი დანიშნული იყო ერთ დურგალ კაცზე, იოსებზე. როცა ელისაბედი ექვსი თვის ფეხმძიმე იყო, მარიამს ანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და უთხრა: გამარჯობა, მარიამ! შენ იეჰოვას მოწონება დაიმსახურე! მარიამი ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა გაბრიელი. შემდეგ ანგელოზმა უთხრა მას: დაორსულდები და ვაჟს გააჩენ. მას სახელად იესო უნდა დაარქვა. ის მეფე გახდება და მისი სამეფო მარადიულად იქნება.

      მარიამმა უთხრა ანგელოზს: მაგრამ, მე ხომ გათხოვილი არა ვარ, როგორ მეყოლება შვილი?! გაბრიელმა უპასუხა: იეჰოვასთვის შეუძლებელი არაფერია. წმინდა სული გადმოვა შენზე და ვაჟს გააჩენ. შენი ნათესავი ელისაბედიც ორსულად არის. მაშინ მარიამმა მიუგო: იეჰოვას მხევალი ვარ; დაე ისე მოხდეს, როგორც შენ ამბობ!

      იოსებს ფეხმძიმე მარიამი თავის სახლში მიჰყავს.

      მარიამი ელისაბედის სანახავად წავიდა, რომელიც იუდეის ქალაქში, მთიან მხარეში ცხოვრობდა. როდესაც მარიამი მიესალმა მას, ელისაბედს მუცელში ბავშვი შეუთამაშდა. ელისაბედი წმინდა სულით აღივსო და თქვა: მარიამ, იეჰოვამ გაკურთხა! ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩემი უფლის დედა მესტუმრა. მარიამმა თქვა: მთელი გულით ვადიდებ იეჰოვას. მარიამი სამი თვე დარჩა ელისაბედთან, შემდეგ კი ნაზარეთში დაბრუნდა.

      როცა იოსებმა მარიამის ფეხმძიმობის ამბავი გაიგო, გადაწყვიტა, ნიშნობა ჩაეშალა, რადგან იფიქრა, რომ ის სხვა კაცისგან იყო ფეხმძიმედ. მაგრამ სიზმარში მას ანგელოზი ეჩვენა და უთხრა: ნუ გეშინია, დაქორწინდი მარიამზე. მას ცუდი არაფერი ჩაუდენია. იოსებიც დაქორწინდა მარიამზე და ის თავის სახლში წაიყვანა.

      „თუკი რამეს მოისურვებს იეჰოვა, აკეთებს კიდეც ცაში თუ დედამიწაზე“ (ფსალმუნი 135:6).

      კითხვები: რა უთხრა გაბრიელმა მარიამს? რას ფიქრობდნენ ელისაბედი და მარიამი იმ ყველაფერზე, რაც მათ ცხოვრებაში მოხდა?

      მათე 1:18–25; ლუკა 1:26–56; ესაია 7:14; 9:7; დანიელი 2:44; გალატელები 4:4

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება