საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwyp სტატია 104
  • რა დამეხმარება ყურადღების მოკრებაში?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა დამეხმარება ყურადღების მოკრებაში?
  • ახალგაზრდების შეკითხვები
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რატომ მეფანტება გონება?
  • როგორ შევძლო კონცენტრირება?
  • ახალგაზრდების შეკითხვები
    გამოიღვიძეთ! — 2011
  • რა გავლენას ახდენს ტექნიკა თქვენს სწავლის უნარ-ჩვევებზე?
    გამოიღვიძეთ! — 2021
  • დამოკიდებული ხომ არ გავხდი ელექტრონულ ტექნიკაზე?
    ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 1
  • რა გავლენას ახდენს ტექნიკა თქვენს ურთიერთობაზე მეგობრებთან?
    გამოიღვიძეთ! — 2021
იხილეთ მეტი
ახალგაზრდების შეკითხვები
ijwyp სტატია 104
გოგონა „აჩუმებს“ ყველა მომცდენ საშუალებას.

ახალგაზრდების შეკითხვები

რა დამეხმარება ყურადღების მოკრებაში?

  • რატომ მეფანტება გონება?

  • როგორ შევძლო კონცენტრირება?

  • რას ამბობენ შენი თანატოლები

რატომ მეფანტება გონება?

„ადრე ბევრ წიგნს ვკითხულობდი, ახლა გრძელი აბზაცების წაკითხვაც კი მეზარება“ (ელეინი).

„თუ სიუჟეტი მდორედ ვითარდება, ყურება მიჭირს და ფილმს ვახვევ“ (მირანდა).

„როცა რაღაც საქმით ვარ დაკავებული და ტელეფონზე ეკრანი ინთება, ერთი სული მაქვს, დავხედო, ვინ მომწერა“ (ჯეინი).

ზოგის აზრით, ელექტრონულმა მოწყობილობებმა ყურადღების მოკრება გაართულა. კონსულტანტი მენეჯმენტის დარგში და მწერალი ნიკოლას კარი აღნიშნავს: „რაც უფრო ხშირად ვიყენებთ ინტერნეტს, მით უფრო ადვილად გვეფანტება გონება. მართალია, სასურველ ინფორმაციას სწრაფად ვიღებთ, მაგრამ მიღებული ცოდნა ზედაპირულია“.a

სამი პირობითი სიტუაცია, თუ როდის შეიძლება გაგეფანტოს გონება.

  • საუბრისას. მარია ამბობს: „დღეს ხალხი ზოგჯერ პირისპირ საუბრის დროსაც კი არ უთმობს მოსაუბრეს მთელ ყურადღებას; ისინი პარალელურად მესიჯებს აგზავნიან, თამაშებით ერთობიან და სოციალურ ქსელს ამოწმებენ“.

  • გაკვეთილზე. ერთ წიგნში ნათქვამია: „მოსწავლეების უმეტესობა გაკვეთილებზე მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნის, ათვალიერებს ვებგვერდებს და ამოწმებს სოციალურ მედიას ... თანაც არამიზნობრივად“ (Digital Kids).

  • მეცადინეობისას. 22 წლის კრისი აღნიშნავს: „ყოველ ჯერზე, როცა ტელეფონი დაიწკრიალებს, მინდა, დავხედო ეკრანს“. დავალებას, რომლის შესრულებასაც რეალურად ერთი საათი სჭირდება, შეიძლება სამი საათი ან უფრო მეტი მოანდომო, თუკი ელექტრონული მოწყობილობა გიფანტავს ყურადღებას.

დასკვნა: თუკი მიჯაჭვული ხარ ტექნიკაზე, გაგიჭირდება ყურადღების მოკრება.

ცხენი ბიჭის ზურგიდან გადმოგდებას ცდილობს.

გაფანტული გონება გაუხედნავ ცხენს ჰგავს, იქით მიგაქანებს, საითაც თავად სურს.

როგორ შევძლო კონცენტრირება?

  • საუბრისას. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილიპელები 2:4). მოსაუბრისადმი პატივისცემას გამოავლენ, თუ ყურადღებით მოუსმენ. თვალი მოწყობილობისკენ კი ნუ გაგექცევა, მოსაუბრეს უყურე სახეში.

    „სხვასთან საუბრის დროს წარამარა ნუ ჩახედავ ტელეფონს. მოსაუბრისადმი პატივისცემას გამოავლენ, თუ მთელი ყურადღება მისკენ გექნება მიპყრობილი“ (ტომასი).

    რჩევა: როცა საუბრობ, შეეცადე, ტელეფონი გვერდით არ გქონდეს. მკვლევრები ამბობენ, რომ თუკი ტელეფონი თან გაქვს, ადვილად გეფანტება ყურადღება, რადგან გაუცნობიერებლად რაღაცას ელი.

  • გაკვეთილზე. ბიბლიაში ვკითხულობთ: „დაუკვირდით, როგორ ისმენთ“ (ლუკა 8:18). ყოველთვის მხედველობაში იქონიე ეს პრინციპი, თუკი საკლასო ოთახში ინტერნეტზე გაქვს წვდომა — ნუ შეამოწმებ მესიჯებს, ნუ გაერთობი თამაშებით და ნუ ჩაებმები ონლაინ საუბრებში.

    „ეცადე, კლასში უფრო ყურადღებით იყო. გააკეთე ჩანაწერები. თუ შესაძლებელია, წინა რიგში დაჯექი, რომ არაფერმა გაგიფანტოს ყურადღება“ (კარენი).

    რჩევა: ჩანაწერები ფურცელზე გააკეთე და არა ელექტრონულ მოწყობილობაში. კვლევები აჩვენებს, რომ ამ შემთხვევაში უკეთ იმახსოვრებ ნასწავლს და ნაკლებად გეფანტება გონება.

    გოგონას სამეცადინო კუთხე აქვს მოწყობილი. მას მოშორებით უდევს ზურგჩანთა, ტელეფონი და ჟურნალ-გაზეთები.
  • მეცადინეობისას. ბიბლიაში ვკითხულობთ: „შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გონიერება“ (იგავები 4:5). ამიტომ მხოლოდ გამოცდის ჩაბარების მიზნით კი ნუ გადაურბენ მასალას, არამედ აზრიანად შეისწავლე ის.

    „როცა ვმეცადინეობ, პლანშეტი ფრენის რეჟიმზე გადამყავს. არ ვამოწმებ შეტყობინებებს. თუკი რაღაც ისეთი გამახსენდა, რაც არ მინდა დამავიწყდეს, მაშინვე ვინიშნავ“ (კრისი).

    რჩევა: მოიწყვე ისეთი სამეცადინო კუთხე, სადაც ყურადღებას არაფერი გაგიფანტავს. ნივთები უწესრიგოდ ნუ გეყრება.

a ამონარიდი წიგნიდან (What the Internet Is Doing to Our Brains).

რას ამბობენ შენი თანატოლები

ქეითი

„თუ სწავლის პროცესს ზერელედ მიუდგები, წყალზე მოთხილამურეს დაემსგავსები, რომელიც მხოლოდ წყლის ზედაპირს ეხება, მაგრამ, თუ სერიოზულად მოეკიდები, წყალში მყვინთავივით იქნები, რომელიც რაღაც ფასეულის საპოვნელად ფსკერზე ჩადის“ (ქეითი).

როხელიო

„ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია. ჯანსაღი საკვები კონცენტრირებაში მეხმარება. გარდა ამისა, თუკი საკმარისად მძინავს, მეორე დღეს უფრო ფხიზლად ვარ და კონცენტრირებაც არ მიჭირს“ (როხელიო).

შეჯამება: რა დამეხმარება ყურადღების მოკრებაში?

  • საუბრისას. მოსაუბრისადმი პატივისცემას გამოავლენ, თუკი მას ყურადღებით მოუსმენ და გონებას არაფერი გაგიფანტავს.

  • გაკვეთილზე. ნუ შეამოწმებ მესიჯებს, ნუ გაერთობი თამაშებით და ნუ ჩაებმები ონლაინ საუბრებში.

  • მეცადინეობისას. მოიწყვე ისეთი სამეცადინო კუთხე, სადაც ყურადღებას არაფერი გაგიფანტავს. ნივთები უწესრიგოდ ნუ გეყრება.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება