ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 24
ავიდეთ იეჰოვას მთაზე
- 1. თვალი აღაპყარით, - ნახეთ იეჰოვას მთა. - ახლა ის აღიმართა - ყველა მთაზე მაღლა. - ყველა მხრიდან ხალხი - მოდის და იკრიბება, - სურთ, ღმერთს დაემორჩილონ, - და მას სცემენ თაყვანს. - დადგა დრო და ახლა - დიდად იქცა პატარა ერი. - ვასრულებთ ჩვენს მიზნებს - და ყველას გვაქვს ღვთის კურთხევები. - დღეს უკვე მოდიან - ღმერთთან მილიონები, - დებენ უმწიკვლობის და - ერთგულების აღთქმას. 
- 2. ბრძანა იესომ, რომ - ვამცნოთ ღმერთის სიტყვა სხვას, - ცნობა მის სამეფოზე - მივუტანოთ ყველას. - ქრისტე უკვე მეფობს, - გვიხმობს ის, მასთან დავდგეთ, - რომ ღვთის სიტყვას უსმინონ - ყველგან თავმდაბლებმა. - უამრავ ხალხს ვხედავთ, - მისი რიცხობრივი ზრდით ვხარობთ. - ამიტომ ვიღვაწოთ, - ღვთის შესახებ ჩვენ ყველას ვამცნოთ. - მოდი, ვაჩვენოთ ხალხს - გზა იეჰოვას მთისკენ. - ყველამ დღეს გადავწყვიტოთ - მის მთაზე დარჩენა. 
(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 43:3; 99:9; ეს. 60:22; საქ. 16:5)