საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • nwt გვ. 2022-2023
  • Ბ1 ბიბლიის დედააზრი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • Ბ1 ბიბლიის დედააზრი
  • ბიბლია
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ძვ. წ. 4026 წლის შემდეგ
  • ძვ. წ. 1943 წელი
  • ძვ. წ. 1070 წლის შემდეგ
  • ახ. წ. 29 წელი
  • ახ. წ. 33 წელი
  • ახ. წ. 1914 წელი
  • მომავალი
  • უძველესი წინასწარმეტყველება, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენზე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
  • იეჰოვა თავის განზრახვას ამჟღავნებს
    ღვთის სამეფო მმართველობს!
  • გველის თესლი — რამდენად მხილებულია ის?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1996
  • რას დაგვპირდა ღმერთი წინასწარმეტყველთა მეშვეობით?
    ნამდვილი რწმენა ბედნიერების საწინდარია
იხილეთ მეტი
ბიბლია
Ბ1 ბიბლიის დედააზრი

Ბ1

ბიბლიის დედააზრი

ბეჭდური ვერსია

იეჰოვა ღმერთს აქვს მმართველობის უფლება. მისი მმარველობა საუკეთესოა. მისი განზრახვა დედამიწასა და ადამიანებთან დაკავშირებით შესრულდება.

ედემის ბაღში ადამი და ევა და გველი

ძვ. წ. 4026 წლის შემდეგ

„გველმა“ ეჭვქვეშ დააყენა იეჰოვას მმართველობის უფლება და მეთოდები. იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ მოავლენდა „შთამომავალს“, რომელიც „გველს“ ანუ სატანას, საბოლოოდ გაანადგურებდა (დაბადება 3:1—5, 15, სქოლიო). თუმცა იეჰოვამ „გველის“ გავლენის ქვეშ მყოფ ხალხს დამოუკიდებლად მმართველობის დრო მისცა.

აბრაამს ღმერთი დაპირებას აძლევს

ძვ. წ. 1943 წელი

იეჰოვამ აბრაამს უთხრა, რომ აღთქმული „შთამომავალი“ მისი შთამომავალი იქნებოდა (დაბადება 22:18).

მეფე დავითი

ძვ. წ. 1070 წლის შემდეგ

იეჰოვა ჯერ მეფე დავითს, შემდეგ კი მის ვაჟს, სოლომონს, დაჰპირდა, რომ აღთქმული „შთამომავალი“ მათ საგვარეულო ხაზში მოვიდოდა (2 სამუელი 7:12, 16; 1 მეფეები 9:3—5; ესაია 9:6, 7).

იესოს ნათლობა

ახ. წ. 29 წელი

იეჰოვამ ცხადყო, რომ იესო იყო აღთქმული „შთამომავალი“, დავითის ტახტის მემკვიდრე (გალატელები 3:16; ლუკა 1:31—33; 3:21, 22).

იესოს სიკვდილი

ახ. წ. 33 წელი

„გველმა“, სატანამ, ცოტა ხნით ზიანი მიაყენა „შთამომავალს“, როცა იესო მოაკვლევინა. იეჰოვამ მკვდრეთით აღადგინა იესო, დააბრუნა ზეცაში და მიიღო იესოს სრულყოფილი სიცოცხლის საფასური, რითაც ადამის შთამომავლებისთვის ცოდვების პატიებისა და მარადიული სიცოცხლის მიცემის საფუძველი შექმნა (დაბადება 3:15; საქმეები 2:32—36; 1 კორინთელები 15:21, 22).

გველის, სატანის დედამიწაზე ჩამოგდება, რაც გამოცხადებაშია ნაწინასწარმეტყველები

ახ. წ. 1914 წელი

იესომ „გველი“, სატანა, დედამიწაზე გადმოაგდო, რითაც შეზღუდა სატანის გავლენის არეალი, და მცირე დრო მისცა (გამოცხადება 12:7—9, 12).

იესო, როგორც მეფე, ზეციერ ტახტზე ზის და მისი მმართველობა დედამიწაზეც ვრცელდება.

მომავალი

იესო 1 000 წლით შებორკავს სატანას, მერე კი გაანადგურებს, ანუ გადატანითი მნიშვნელობით თავს გაუჭეჭყავს. იეჰოვას თავდაპირველი განზრახვა დედამიწასთან და ადამიანებთან დაკავშირებით შესრულდება, მისი სახელი განიწმინდება და დამტკიცდება მისი მმართველობის აღმატებულობა (გამოცხადება 20:1—3, 10; 21:3, 4)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება