ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 124
მუდამ ერთგულები
ბეჭდური ვერსია
	- 1. იეჰოვას ერთგულები - მუდამ ვიცავთ მის მცნებებს. - მას სიცოცხლე მივუძღვენით, - ურყევად შევიყვარეთ. - მისი რჩევა-დარიგება - მიგვიძღვის სიცოცხლისკენ, - ერთგულია ჩვენი ღმერთი - სიყვარულს იმსახურებს. 
- 2. ვუერთგულებთ ძვირფას და-ძმებს, - მზრუნველ ხელს მათ გავუწვდით. - გულს ავივსებთ თანაგრძნობით, - კეთილად მოვეპყრობით. - ვცდილობთ, მუდამ სიტყვით, საქმით - ვავლენდეთ სიყვარულს წრფელს, - მათ გვერდით ვართ გასაჭირში, - დრო უფრო გვაახლოებს. 
- 3. როცა ძმები გვარიგებენ, - რჩევით გვიკვალავენ გზას. - ვუსმენთ მთელი გულისყურით, - ვუმტკიცებთ ერთგულებას. - იეჰოვა დაგვიფასებს - წრფელ და ურყევ სიყვარულს. - არ იშურებს უხვ კურთხევებს, - და არ გვაკლებს სიხარულს. 
(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 149:1; 1 ტიმ. 2:8; ებრ. 13:17)