-
იფიქრეთ, „როგორები უნდა იყოთ“საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 აგვისტო
-
-
ევა „ხორცის სურვილმა“ დაღუპა (იხილეთ მე-7 აბზაცი)
სატანა ცდილობს, ადამიანის ეს ბუნებრივი მოთხოვნილება იმისათვის გამოიყენოს, რომ ხელი შეგვიშალოს ღვთის ნების შესრულებაში. ვნახოთ, როგორ მოახერხა მან ეს ევას შემთხვევაში (წაიკითხეთ დაბადების 3:1—6 ). ეშმაკმა ევას უთხრა, რომ შეეძლო ეჭამა ნაყოფი „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან“ და არ მოკვდებოდა; უფრო მეტიც, მან უთხრა, რომ შეჭამდა თუ არა ამ ნაყოფს, ღმერთის მსგავსი გახდებოდა (დაბ. 2:9). ამგვარად ეშმაკმა ევას მიანიშნა, რომ ღვთის მორჩილების გარეშეც იცოცხლებდა. მართლაც, რა მტკნარი სიცრუე იყო! რაკიღა ეშმაკმა მას ეს აზრი ჩააწვეთა, ევა არჩევნის წინაშე დადგა: ან უარი უნდა ეთქვა ამ შეთავაზებაზე, ან გაეგრძელებინა მასზე ფიქრი, სანამ სურვილი ნაყოფს არ გამოიღებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაღის შუაგულში მდგომი აკრძალული ხის ნაყოფის გარდა ევას სხვა ყველა ხის ნაყოფის ჭამა შეეძლო, მან არ შეწყვიტა სატანის მაცდურ წინადადებაზე ფიქრი, „მოწყვიტა მისი ნაყოფი და შეჭამა“. ასე წარმოშვა სატანამ ევაში იმის მიღების სურვილი, რაც შემოქმედმა აუკრძალა.
-
-
იფიქრეთ, „როგორები უნდა იყოთ“საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 აგვისტო
-
-
სატანამ საუბარში ევას მიანიშნა, რომ ღმერთი მას რაღაც კარგს უკავებდა. ეშმაკმა უთხრა, რომ რომელ დღესაც შეჭამდა ნაყოფს „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან“, იმავე დღეს თვალი აეხილებოდა და ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნე გახდებოდა (დაბ. 2:17; 3:5). ამგვარად სატანამ ევას ღვთისგან დამოუკიდებლად ცხოვრების იდეა მიაწოდა. როგორც ჩანს, იმის მთავარი მიზეზი, თუ რატომ დაიჯერა ევამ ეს ტყუილი, სიამაყე იყო. მან აკრძალული ნაყოფისკენ ხელი იმ იმედით გაიწოდა, რომ არასოდეს მოკვდებოდა. რამხელა უგუნურება იყო!
-