საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ხანამ სულის სიმშვიდე ჰპოვა
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 მარტი
    • ხანა უშვილოა, ელკანას სხვა ცოლს — ფენინას კი რამდენიმე შვილი ჰყავს. ფენინა მეტოქეობას უწევს ხანას (1 სამუელი 1:2ბ).

      ისრაელი ქალები მიიჩნევდნენ, რომ უშვილობა სამარცხვინო იყო და ღმერთი ასეთ ქალებს არ აფასებდა. მაგრამ არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ხანა ღვთის კეთილგანწყობილების დაკარგვის გამო იყო უშვილო. ფენინა ამაყობდა, რომ შვილები ჰყავდა და, ნუგეშისცემის ნაცვლად, ამწარებდა ხანას.

      იეჰოვას საწმინდარში წასვლა

      მიუხედავად ოჯახში არსებული დაძაბულობისა, ელკანა ოჯახთან ერთად ყოველ წელს მიდის შილოში იეჰოვას საწმინდარშიa მსხვერპლის შესაწირად. ისინი ორივე გზაზე დაახლოებით 60 კილომეტრს გადიან და, როგორც ჩანს, ფეხით მოგზაურობენ. ხანასთვის ეს დრო განსაკუთრებით მძიმეა, რადგან მშვიდობის მსხვერპლის დიდი ნაწილი ფენინასა და მის შვილებს ეკუთვნით, ხანას კი მხოლოდ ერთი წილი ხვდება. ფენინა ხელიდან არ უშვებს ასეთ შემთხვევას, რომ გული ატკინოს ხანას და აგრძნობინოს, თითქოს ‘იეჰოვამ დაუხშო მას საშვილოსნო’. ეს უსიამოვნება ყოველ წელს მეორდება, ამიტომ ხანა ტირის და არაფერს ჭამს. ამ მოგზაურობას ხანასთვის სიხარულის ნაცვლად მწუხარება მოაქვს. მიუხედავად ამისა, ხანა ყოველთვის მიდის იეჰოვას საწმინდარში (1 სამუელი 1:3—7).

      ხედავთ, რა კარგი მაგალითი მოგვცა ხანამ?! როგორ იქცევით გულგატეხილობის დროს? მარტოვდებით და თავს არიდებთ თანამორწმუნეებთან ურთიერთობას? ხანა ასე არ მოქცეულა. ის ყოველთვის იეჰოვას თაყვანისმცემლებს შორის იყო. სირთულეების მიუხედავად, ჩვენც ხანას მსგავსად უნდა მოვიქცეთ (ფსალმუნი 26:12; 122:1; იგავები 18:1; ებრაელები 10:24, 25).

      ელკანა ცდილობს, ანუგეშოს ხანა და ჩასწვდეს მის გულისნადებს. ის ეკითხება: „ხანა, რატომ ტირი და რატომ არაფერს ჭამ, რატომ გაქვს გული დამწუხრებული? განა ათ ვაჟს არ გირჩევნივარ?“ (1 სამუელი 1:8). შესაძლოა, ელკანამ არაფერი იცის ფენინას საქციელის შესახებ და ხანაც ამჯობინებს, არაფერი თქვას. ნებისმიერ შემთხვევაში, ხანა რწმენას ავლენს და იეჰოვას მიმართავს ლოცვით, რათა შინაგანი სიმშვიდე ჰქონდეს.

  • ხანამ სულის სიმშვიდე ჰპოვა
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 მარტი
    • ხანა ისე ლოცულობს, რომ მღვდელმთავარ ელის ის მთვრალი ჰგონია. ხანა გულში ლოცულობს და მხოლოდ ტუჩებს ამოძრავებს. ის მხურვალედ ლოცულობს (1 სამუელი 1:12—14). წარმოიდგინეთ, რას გრძნობს ხანა, როცა ელი მას სიმთვრალეში ადანაშაულებს! მიუხედავად ამისა, ხანა პატივისცემით პასუხობს მღვდელმთავარს.

  • ხანამ სულის სიმშვიდე ჰპოვა
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 მარტი
    • ხანას შემთხვევა ცხადყოფს, რომ სხვების არასრულყოფილებამ და ბოროტებამ შეიძლება გული გვატკინოს. მაგრამ არ უნდა დავუშვათ, რომ ასეთმა განსაცდელებმა იეჰოვას მსახურებაში სიხარული დაგვაკარგვინოს. იეჰოვა ლოცვების მომსმენია და თავისი ერთგული ხალხის ღაღადი გულთან ახლოს მიაქვს; ის იხსნის მათ გასაჭირიდან და უხვად აძლევს მშვიდობასა თუ სხვა კურთხევებს (ფსალმუნი 22:23—26; 34:6—8; 65:2).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება