ასწავლეთ, თავიანთ სასიკეთოდ მოიქცნენ
1 იეჰოვას სურს, რომ ყველა ადამიანი თავის სასიკეთოდ მოიქცეს (ეს. 48:17). მან იცის, რას მოაქვს ჩვენთვის ნამდვილი ბედნიერება და გულითადად სურს, რომ ადამიანებმა მოუსმინონ მის მცნებებს და ამგვარად აარიდონ თავი უბედურებებს და იცოცხლონ. როცა ღვთისმოსაწონად ვცხოვრობთ, ჩვენი თავისთვის სიკეთე მოგვაქვს (ფსალმ. 33:9). როგორ ვასწავლოთ სხვებს, იგივენაირად მოიქცნენ?
2 რა უნდათ ადამიანებს? რა აწუხებთ მობინადრეებს შენს ტერიტორიაზე? განა სახლის უსაფრთხოება, კარგი ცოლ-ქმრობა, შვილების მომავალი და მსგავსი საკითხები არ აწუხებთ? როცა პრობლემები აქვთ, ვის მიმართავენ დახმარებისთვის? შეიძლება საკუთარი თავის იმედი აქვთ ან ეძებენ წიგნებს, რომლებშიც რჩევებია მოცემული, ან ხელმძღვანელობას სთხოვენ სხვებს. ამასობაში კი, წინააღმდეგობრივი და არაპრაქტიკული აზრები იმასთან დაკავშირებით, როგორ მოუტანონ საკუთარ თავს სიკეთე, მრავალზე დამაბნევლად მოქმედებს. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ისინი, რომ ხელმძღვანელობის მხრივ ღვთის სიტყვა ყოველმხრივ აღმატებულია (ფსალმ. 118:98). ამისთვის კი უნდა ვაჩვენოთ მათ, რომ ბიბლიის შესწავლითა და შესწავლილის გამოყენებით უკვე დღეს შეძლებენ საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებას (2 ტიმ. 3:16, 17).
3 გაუმჯობესებული ოჯახური ცხოვრება. ცოტას თუ ესმის, როგორ ეხმარება მათ ეფესელთა 5:22—6:4-ში ჩაწერილი რჩევები ოჯახური პრობლემების მოგვარებაში. ამის თქმა შეიძლება ერთ ცოლ-ქმარზე, რომელმაც დაქორწინებიდან ათი წლის შემდეგ ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტა. მაგრამ ცოლმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო და გაიგო ბიბლიური პრინციპები ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. მალე ქმარმა შეამჩნია, რომ ცოლი შეიცვალა, რადგან ბიბლიურ პრინციპებს იყენებდა, და თვითონაც შეუერთდა მას შესწავლაში. მოგვიანებით ქმარმა თქვა: „ახლა უკვე ვიპოვეთ ნამდვილად ბედნიერი ოჯახური ცხოვრების გასაღები“.
4 ნამდვილი მიზანი ცხოვრებაში. როცა ერთმა ახალგაზრდა ნარკომანმა დახმარება სთხოვა იეჰოვას მოწმეებს, ასწავლეს, რომ იეჰოვა მასზეც ზრუნავს პირადად. მან თქვა: „მე გავიგე, რომ შემოქმედს გარკვეული მიზანი აქვს ადამიანებთან დაკავშირებით და მათთვის, ვისაც იწონებს, გამზადებული აქვს მარადიული სიცოცხლე. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამახარა ამან. დღეს მაქვს კარგი ჯანმრთელობა, სულის სიმშვიდე და ახლო ურთიერთობა ღმერთთან“.
5 ღვთის სიტყვაში მოცემული პრაქტიკული დახმარება ყველას სასიკეთოდ არის. როცა მისით ვხელმძღვანელობთ, ვამტკიცებთ, რომ იეჰოვას გზა დიდად აღემატება წუთისოფლის გზებს (ფსალმ. 115:3). ჩვენ უპირატესობა გვაქვს, გადავცეთ ეს ცნობა სხვებს და ვასწავლოთ, თავიანთ სასიკეთოდ მოიქცნენ. თუ ამას ვაკეთებთ, მრავალ შესანიშნავ შედეგს ვიხილავთ.