-
დავეხმაროთ სხვებს სამეფოს შესახებ ცნობის მიღებაშისაგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ნოემბერი
-
-
აქედან გამომდინარე, ადამიანი რომ დავარწმუნოთ ბიბლიური სწავლებების სისწორეში, საჭიროა მისი ნდობა მოვიპოვოთ, რათა მან ამა თუ იმ სწავლების ჭეშმარიტება ირწმუნოს. ცხადია, მსმენელმა რომ დაიჯეროს ჩვენი სიტყვები და შესაბამისად მოიქცეს, საკმარისი არ არის, ვუთხრათ, რა წერია ბიბლიაში. ვინც უნდა იყოს ჩვენი მსმენელი — ბავშვი თუ უფროსი ასაკის ადამიანი; მეზობელი, თანამშრომელი, თანაკლასელი თუ ნათესავი — უნდა დარწმუნდეს, რომ სიმართლეა ის, რასაც ვეუბნებით (2 ტიმოთე 3:14, 15).
8. რას მოიცავს ბიბლიურ ჭეშმარიტებაში ადამიანის დარწმუნება?
8 როგორ უნდა დაარწმუნოთ ადამიანი, რომ ჭეშმარიტებაა ის, რასაც ღვთის სიტყვიდან ეუბნებით? პავლე ლოგიკური მსჯელობით, საფუძვლიანი არგუმენტების მოყვანითა და გულწრფელი მოწოდებით ცდილობდა მსმენელების აზროვნების შეცვლასa. აქედან გამომდინარე, საკმარისი არ არის იმის თქმა, რომ ესა თუ ის სწავლება ჭეშმარიტია; საჭიროა, ეს სათანადოდ დაასაბუთოთ კიდეც. როგორ? უპირველესად, თქვენი ნათქვამი მხოლოდ ღვთის სიტყვაზე უნდა იყოს დაფუძნებული და არა პირად თვალსაზრისზე. გარდა ამისა, ბიბლიაზე დაფუძნებული გულწრფელი სიტყვების დასამტკიცებლად დამატებითი არგუმენტები უნდა მოიყვანოთ (იგავები 16:23). მაგალითად, ბიბლიური სწავლება, რომ ღვთის მორჩილი ადამიანები დედამიწაზე იცხოვრებენ სამოთხეში, შეგიძლიათ ესაიას 65:21—25 მუხლებით დაასაბუთოთ. როგორ უნდა განამტკიცოთ ეს ბიბლიური აზრი? ერთ–ერთი საშუალებაა მსმენელის ყოველდღიური ცხოვრებიდან მაგალითების მოყვანა. შესაძლოა მოიხსენიოთ, რომ სრულიად უსასყიდლოდ შეგვიძლია დავტკბეთ მზის ჩასვლის ცქერით, ყვავილების სურნელით, ხილის სასიამოვნო გემოთი ან იმის დანახვით, თუ როგორ კვებავს ჩიტი თავის ბარტყებს. დაეხმარეთ მას, დაინახოს, რაზე მოწმობს ეს ყოველივე — დაეხმარეთ დარწმუნდეს, რომ შემოქმედს სურს სიცოცხლით გავიხაროთ დედამიწაზე (ეკლესიასტე 3:11, 12).
9. როგორ შეგვიძლია ქადაგებისას გონიერების გამოვლენა?
9 როცა ცდილობთ, ადამიანი ამა თუ იმ ბიბლიური სწავლების ჭეშმარიტებაში დაარწმუნოთ, ფრთხილად იყავით, რომ თქვენი ენთუზიაზმი დოგმატურობად არ იქნეს აღქმული. ეს მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებს მსმენელის გულსა და გონებაზე. წიგნში „თეოკრატიული სამსახურის სკოლა“ ასეთი რჩევაა მოცემული: „შენი თვალსაზრისის დასამტკიცებლად არაერთი ბიბლიური მუხლიც რომ მოიყვანო, კარგ შედეგს არ მოიტანს, თუ პირდაპირ განუცხადებ ადამიანს, რომ არასწორია სწავლება, რომელსაც ის მნიშვნელოვნად თვლის და ასწავლი, რა უნდა სწამდეს. მაგალითად, საეჭვოა, მსმენელმა შეიცვალოს თვალსაზრისი ამა თუ იმ დღესასწაულის შესახებ, თუ მხოლოდ იმას ეტყვი, რომ ეს დღესასწაული წარმართული წარმოშობისაა. გონივრული მიდგომით უკეთეს შედეგს მიაღწევ“. რატომ უნდა შევეცადოთ გონივრულად მიდგომას? სახელმძღვანელოში ნათქვამია: „გონივრული მიდგომა . . . საუბრის გაგრძელების საფუძველს ქმნის; აგრეთვე მსმენელს აღძრავს, მოგვიანებითაც იფიქროს განხილულ საკითხზე და ნიადაგს ამზადებს შემდგომი საუბრებისთვის. ასეთი მიდგომა დამაჯერებელი ლაპარაკის შესაძლებლობასაც იძლევა“ (კოლასელთა 4:6).
-
-
დავეხმაროთ სხვებს სამეფოს შესახებ ცნობის მიღებაშისაგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ნოემბერი
-
-
ეფექტურად გამოიყენეთ ღვთის სიტყვა
13. როგორ შეგიძლიათ, პავლეს მსგავსად, მოქმედებისკენ აღძრათ მსმენელები?
13 პავლეს სურდა მსმენელები აღეძრა, სასიხარულო ცნობასთან შეთანხმებულად მოქცეულიყვნენ (1 თესალონიკელთა 1:5—7). ამისათვის ცდილობდა გავლენა მოეხდინა მათ სიმბოლურ გულზე, რომელიც ადამიანს მოქმედებისკენ უბიძგებს. განვაგრძოთ აგრიპას წინაშე პავლეს თავდაცვის განხილვა და ყურადღება მივაქციოთ, როგორ შეძლო მან ‘ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადაცემა’ მოსესა და სხვა წინასწარმეტყველთა სიტყვებზე დაყრდნობით (2 ტიმოთე 2:15).
14. ახსენით, როგორ გამოიყენა პავლემ დამაჯერებლობის ხელოვნება აგრიპასთან საუბრისას.
14 პავლემ იცოდა, რომ აგრიპა ფორმალურად იუდეველი იყო. მოციქულმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აგრიპა იუდაიზმში კარგად ერკვეოდა. აგრეთვე აღნიშნა, რომ ქადაგებისას ‘არაფერს ამბობდა იმაზე მეტს, რასაც წინასწარმეტყველნი და მოსე ამბობდნენ’ მესიის სიკვდილთან და მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით (საქმეები 26:22, 23). პავლემ პირდაპირ მიმართა აგრიპას კითხვით: „წინასწარმეტყველთა თუ გწამს, მეფე აგრიპა?“ აგრიპა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუ იტყოდა, რომ წინასწარმეტყველთა სიტყვების არ სწამდა, რეპუტაცია შეერყეოდა, როგორც იუდეველ მორწმუნეს. მეორე მხრივ, თუ პავლეს არგუმენტებს დაეთანხმებოდა, მოციქულის მხარდამჭერი გამოვიდოდა და შესაძლებელი იყო, მისთვის ქრისტიანიც კი ეწოდებინათ. პავლე გონივრულად მოიქცა და თვითონვე გასცა პასუხი თავის შეკითხვას. „ვიცი, რომ გწამს“, — თქვა მან. როგორი პასუხის გასაცემად აღძრა აგრიპა გულმა? „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ“, — უპასუხა აგრიპამ პავლეს (საქმეები 26:27, 28). აგრიპა ქრისტიანი არ გამხდარა, მაგრამ, როგორც ჩანს, პავლეს სიტყვები მის გულს გარკვეულწილად შეეხო (ებრაელთა 4:12).
15. როგორ შეძლო პავლემ თესალონიკეში კრების ჩამოყალიბება?
15 მიაქციეთ თუ არა ყურადღება, რომ სასიხარულო ცნობის ქადაგებისას პავლე მსმენელებს მხოლოდ ფაქტებს კი არ გადასცემდა, არამედ ასაბუთებდა კიდეც ნათქვამს? ‘ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადაცემის’ მიზნით ასეთი მიდგომის შედეგად, ზოგი მსმენელი მორწმუნე ხდებოდა. სწორედ ასე მოხდა თესალონიკეში, სადაც პავლე სინაგოგაში იუდეველებსა და ღვთისმოშიშ არაებრაელებს ესაუბრებოდა. საქმეების 17:2—4–ში ვკითხულობთ: „პავლე, თავისი ჩვეულებისამებრ, შევიდა მათთან და სამ შაბათს ელაპარაკებოდა მათ წერილებიდან. უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ქრისტე უნდა დატანჯულიყო და მკვდრეთით აღმდგარიყო“. პავლეს ნათქვამი „ზოგმა მათგანმა ირწმუნა“. პავლე მათ დამაჯერებლად ელაპარაკებოდა. ის წმინდა წერილების საფუძველზე მსჯელობდა; აგრეთვე, საღვთო წერილის დახმარებით მსმენელებს უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ იესო იყო აღთქმული მესია. რა მოჰყვა ამას? თესალონიკეში ქრისტიანული კრების ჩამოყალიბება.
16. რა უნდა გააკეთოთ, რომ მეტი კმაყოფილება მოგიტანოთ ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებამ?
16 შეგიძლიათ თუ არა, უფრო დამაჯერებლად აუხსნათ მსმენელებს ღვთის სიტყვა? ასე თუ მოიქცევით, მეტ კმაყოფილებას მოგიტანთ ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება და სწავლება. ამას მოწმობს იმ მქადაგებელთა მაგალითები, რომლებმაც გაითვალისწინეს რჩევა, უკეთესად გამოეყენებინათ ბიბლია ქადაგების დროს.
17. იმის საჩვენებლად, თუ რამდენად ეფექტურია ქადაგების დროს ბიბლიის გამოყენება, მოიყვანეთ მსახურებაში მომხდარი შემთხვევა ან მოკლედ გადმოეცით ის, რაც ამ აბზაცშია ნათქვამი.
17 ერთმა მიმომსვლელმა ზედამხედველმა დაწერა: „კარდაკარ ქადაგებისას ბევრ ძმას და დას ბიბლია ხელში უჭირავს. ამით საშუალება ეძლევათ, უფრო მეტ ადამიანს წაუკითხონ ბიბლიური მუხლები. ეს როგორც მობინადრეებს, ისე მაუწყებლებს ეხმარება, რომ ჩვენი მსახურება უპირველესად ბიბლიასთან დააკავშირონ და არა მხოლოდ ჟურნალებთან და წიგნებთან“. ცხადია, ქადაგებისას ხელში დავიჭერთ თუ არა ბიბლიას, დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის ადგილობრივ წეს–ჩვეულებებზე. როგორც უნდა იყოს, ჩვენი მიზანია, ისეთი მქადაგებლების რეპუტაცია გვქონდეს, რომლებიც ბიბლიის დახმარებით არწმუნებენ ხალხს, რომ სამეფოს შესახებ ცნობა მიიღონ.
-