საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „იქნებით ჩემი მოწმეები“
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ივლისი
    • 6 ახლა იესოს მოწაფეებს ღვთის განზრახვის კიდევ ერთი მხარისთვის უნდა მოეფინათ ნათელი — გაეცხადებინათ ცნობა, რომ იესოს მსხვერპლი მთელ კაცობრიობას მოუტანდა ხსნას, რაც ბევრად აღმატებული იქნებოდა, ვიდრე ისრაელის ეგვიპტელთა ხელიდან დახსნა და ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლება. მართლაც, იესოს სიკვდილმა და მისმა მკვდრეთით აღდგომამ ყველაზე საზარელი მტრის ხელიდან, ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობიდან, დაგვიხსნა. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, როცა იესოს მოწაფეებზე წმინდა სული გადმოვიდა, მათ დაიწყეს „ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“ ქადაგება და მრავალმა, ვინც მოისმინა, ქრისტეს მსხვერპლისადმი რწმენა გამოავლინა. ამრიგად, ზეცაში მამის მარჯვნივ მყოფმა იესომ დაინახა, რომ მისი სახელი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენდა, რადგან ათასობით ადამიანი ინანიებდა და რწმენას ავლენდა მისდამი, იეჰოვას მიერ მოვლენილი მხსნელისადმი (საქ. 2:5, 11, 37—41).

  • „იქნებით ჩემი მოწმეები“
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ივლისი
    • 10. ა) რას აცხადებდნენ თანამედროვე ეპოქის ცხებული ქრისტიანები? ბ) რა მოხდა 1914 წელს და როგორ გახდა ეს მოვლენა ყველასთვის ცხადი?

      10 თანამედროვე ეპოქის ცხებული ქრისტიანები აცხადებდნენ, რომ 1914 წლის ოქტომბრის თვე მართლაც განსაკუთრებული იქნებოდა. მათი პროგნოზი ემყარებოდა დანიელის წინასწარმეტყველებას, სადაც ვკითხულობთ უზარმაზარ ხეზე, რომელსაც მოჭრიდნენ და რომელიც „შვიდი დროის“ გასვლის შემდეგ გაიზრდებოდა (დან. 4:16). იესოს წინასწარმეტყველებიდან ჩანს, რომ მან „უცხოტომელთათვის დანიშნული დროების“ დასასრული დაუკავშირა თავის მოსვლასა და „ქვეყნიერების აღსასრულის“ დასაწყისს. სწორედ 1914 წლიდან განვითარებულმა მსოფლიო მოვლენებმა ანუ „[ქრისტეს] მოსვლის . . . ნიშანმა“ ცხადყო, რომ იესო დედამიწის მეფეა (მათ. 24:3, 7, 14; ლუკ. 21:24). ასე რომ, „ღვთის დიდებულ საქმეებში“ კაცობრიობაზე ქრისტეს გამეფებაც შევიდა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება