საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სად უნდა იყო ქვეყნიერების აღსასრულის დროს?
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 მაისი
    • როდესაც ადგილს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა

      ნოესა და ლოტის ხსნის შესახებ 2 პეტრეს 2:5—7-ში ვკითხულობთ: „[ღმერთმა] არ დაინდო ძველი ქვეყნიერება, სიმართლის მქადაგებელი ნოე და კიდევ შვიდი კაცი გადაარჩინა, როცა უღვთოთა ქვეყნიერებას წარღვნა დაატეხა თავს, თუკი მსჯავრი დასდო სოდომსა და გომორას, ფერფლად აქცია და ამით აჩვენა უღვთოებს, რა მოუვათ მომავალში, კანონის უგულებელმყოფელთა თავაშვებულობით გაწამებული მართალი ლოტი კი დაიხსნა“.

      როგორ გადაურჩა ნოე წარღვნას? ღმერთმა ნოეს უთხრა: „ვხედავ, რომ დადგა ყოველი ხორციელის განადგურების დრო, რადგან ძალადობით აავსეს დედამიწა. მოვსპობ მათ და მოვსპობ მიწას. გაიკეთე კიდობანი ფისიანი ხისგან“ (დაბ. 6:13, 14). ნოემ ზუსტად ისე ააგო კიდობანი, როგორც ღმერთმა უთხრა. წარღვნამდე შვიდი დღით ადრე იეჰოვამ დაავალა ნოეს, რომ ოჯახის წევრებთან ერთად შესულიყო კიდობანში და ცხოველებიც შეეყვანა. მეშვიდე დღეს კიდობნის კარი დაიკეტა, „თავსხმა მოდიოდა დედამიწაზე ორმოცი დღე და ორმოცი ღამე“ (დაბ. 7:1—4, 11, 12, 16). ნოე და მისი ოჯახი „გადაურჩა წყალს“ (1 პეტ. 3:20). მათი გადარჩენა დამოკიდებული იყო იმაზე, იქნებოდნენ თუ არა წარღვნის დროს კიდობანში. დედამიწაზე კიდობნის გარდა სხვა უსაფრთხო ადგილი არ არსებობდა (დაბ. 7:19, 20).

  • სად უნდა იყო ქვეყნიერების აღსასრულის დროს?
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 მაისი
    • უდავოა, რომ ნოემ გადასარჩენად კიდობანს შეაფარა თავი. მაგრამ, რატომ შევიდა ის კიდობანში? განა იმიტომ არა, რომ რწმენა ჰქონდა და ღვთის მორჩილი იყო? ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა უბრძანა. სწორედ ისე გააკეთა“ (დაბ. 6:22; ებრ. 11:7). რისი თქმა შეიძლება ჩვენზე? ყველაფერს ვაკეთებთ ღვთის მითითებისამებრ? ნოე აგრეთვე „სიმართლის მქადაგებელი“ იყო (2 პეტ. 2:5). ნოესავით მთელი გულით ვქადაგებთ მაშინაც კი, როცა გულგრილობას ვხვდებით?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება