ნაწილი 2 – ადამიდან წარღვნამდე
რატომ მოავლინა ღმერთმა წარღვნა იმდროინდელი მსოფლიოს გასანადგურებლად? კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში დაიწყო ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. ზოგმა ადამიანმა, მაგალითად, ადამმა, ევამ და კაენმა, ბოროტის მხარე დაიკავა, ზოგმა კი, მაგალითად, აბელმა და ნოემ, სიკეთის მხარეს დგომა არჩია. ადამიანთა უმეტესობა ისე გაბოროტდა, რომ იეჰოვამ გაანადგურა მაშინდელი ბოროტი ქვეყნიერება. ამ ნაწილში დავინახავთ, რომ იეჰოვას შეუმჩნეველი არ რჩება ის, თუ რომელ მხარეს ვიკავებთ. აგრეთვე გავიგებთ, რომ ის არასოდეს დაუშვებს, ბოროტმა სძლიოს კეთილს.