საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „მოვიდეს შენი სამეფო“
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • 16 „ეს თაობა“. იესო „ამ თაობაში“ იმ ადამიანებს არ გულისხმობდა, რომლებიც მისი მიმდევრები არ იყვნენ. გავიხსენოთ, რომ ეს წინასწარმეტყველური სიტყვები იესომ თავის რამდენიმე მოციქულს უთხრა, რომლებიც მასთან „სხვებისგან განცალკევებით“ მივიდნენ (მათ. 24:3). აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევიდან მალე მოციქულებზე წმინდა სული გადავიდა. გასათვალისწინებელია კონტექსტიც. ვიდრე იესო „ამ თაობას“ ახსენებდა, თქვა: „ლეღვის მაგალითიდან ისწავლეთ: როგორც კი ყლორტები დაურბილდება და შეიფოთლება, იცით, რომ ახლოა ზაფხული. თქვენც, როცა დაინახავთ ყველაფერ ამას, იცოდეთ, რომ ის კარზეა მომდგარი“. წინასწარმეტყველების შესრულებას იესოს ცხებული მიმდევრები იხილავდნენ და არა სხვები. სწორედ ისინი ჩასწვდებოდნენ მის მნიშვნელობას და მიხვდებოდნენ, რომ იესო კარზე იყო მომდგარი. ასე რომ, როცა იესომ „ეს თაობა“ ახსენა, მხედველობაში თავისი ცხებული მიმდევრები ჰყავდა.

      თაობა

      (მათ. 24:32—34)

      იესოს თქმით, სამეფო მას შემდეგ მოვიდოდა, რაც „ეს თაობა“ საკუთარი თვალით იხილავდა ნაწინასწარმეტყველები ნიშნის შესრულებას (იხ. აბზაცები 17, 18).

      დროის დიაგრამა, რომელიც მათეს 24:32—34-ში მოხსენიებულ „თაობას“ ეხება

      1-ლი ჯგუფი: ცხებულები, რომლებმაც საკუთარი თვალით იხილეს, როგორ დაიწყო 1914 წლიდან ნაწინასწარმეტყველები ნიშნის შესრულება.

      მე-2 ჯგუფი: ცხებულები, რომლებიც პირველი ჯგუფის წარმომადგენლებს მოესწრნენ. ამ ჯგუფიდან ზოგი საკუთარი თვალით იხილავს „დიდი გასაჭირის“ დადგომას.

      17. რას ნიშნავს „თაობა“ და „ეს ყველაფერი“?

      17 „არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება“. როგორ შესრულდება ეს სიტყვები? ამ კითხვაზე პასუხი რომ მივიღოთ, უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს „თაობა“ და „ეს ყველაფერი“. „თაობაში“ ხშირად დროის კონკრეტულ მონაკვეთში მცხოვრებ სხვადასხვა ასაკის ადამიანებს მოიაზრებენ. შესაბამისად, შეუძლებელია თაობამ უსასრულოდ იარსებოს (გამ. 1:6). „ეს ყველაფერი“ მოიცავს ყველა იმ წინასწარმეტყველებას, რომელიც უნდა შესრულებულიყო იესოს მოსვლის პერიოდში — 1914 წელს დაწყებული და „დიდ გასაჭირში“ დამთავრებული (მათ. 24:21).

      18, 19. როგორ უნდა გავიგოთ იესოს სიტყვები „ეს თაობა“ და რა დასკვნამდე მივდივართ?

      18 როგორ უნდა გავიგოთ იესოს სიტყვები „ეს თაობა“? ამ თაობაში შედის დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში მცხოვრები ცხებულთა ორი ჯგუფი. მათგან პირველს მიეკუთვნებიან ის ცხებულები, რომლებმაც საკუთარი თვალით იხილეს, თუ როგორ დაიწყო 1914 წლიდან ნაწინასწარმეტყველები ნიშნის შესრულება, ხოლო მეორეს — ცხებულები, რომლებიც პირველი ჯგუფის წარმომადგენლებს მოესწრნენ. ცხებულთა მეორე ჯგუფიდან ზოგი საკუთარი თვალით იხილავს „დიდი გასაჭირის“ დადგომას. ეს ორი ჯგუფი ერთ თაობას ქმნის, რადგან ერთმანეთს მოესწრნენ.c

  • „მოვიდეს შენი სამეფო“
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • c „ამ თაობას“ არ მიეკუთვნება ის, ვინც ცხებული გახდა ცხებულთა პირველი ჯგუფის უკანასკნელი წარმომადგენლის, 1914 წელს „მშობიარობის ტკივილების დასაწყისის“ უშუალო თვითმხილველის, გარდაცვალების შემდეგ (მათ. 24:8).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება