საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ“
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
    • 23. რაზე დაიწყო რუთმა ფიქრი და რას ითვალისწინებდა მოსეს კანონი ღარიბებისთვის? (იხილეთ აგრეთვე სქოლიო)

      23 როდესაც ისინი ბეთლემში დასახლდნენ, რუთმა იმაზე ფიქრი დაიწყო, თუ რით უნდა ერჩინა საკუთარი თავი და დედამთილი. მან გაიგო, რომ კანონის თანახმად, იეჰოვას ხალხს უნდა ეზრუნა ღატაკებზე. ღარიბებს უფლება ჰქონდათ, მკის დროს ყანებში წასულიყვნენ, მომკელებს ფეხდაფეხ მიჰყოლოდნენ, დაცვენილი აეკრიფათ და ყანების ნაპირებში დარჩენილი მოსავალიც მოემკათ (ლევ. 19:9, 10; კან. 24:19—21).b

      24, 25. როგორ მოიქცა რუთი, როცა ბოაზის ყანას მიადგა და როგორ ხდებოდა დაცვენილი თავთავების აკრეფა?

      24 როცა ქერის მკის დრო დადგა, რომელიც დღევანდელი კალენდრის მიხედვით, აპრილის თვეში უნდა ყოფილიყო, რუთი ყანაში წავიდა იმის გასაგებად, თუ ვინ მისცემდა ყანაში დაცვენილის აკრეფის უფლებას. ის მიადგა ერთი მდიდარი მიწათმფლობელის, ბოაზის, ყანას, რომელიც ნაომის ქმრის, ელიმელექის, ნათესავი იყო. მართალია, კანონი აძლევდა მას დაცვენილის აკრეფის უფლებას, მაგრამ ყანაში მომუშავე ერთ ახალგაზრდა კაცს ნებართვა მაინც სთხოვა. მან ამის ნება დართო რუთს და ისიც საქმეს შეუდგა (რუთ. 1:22—2:3, 7).

      25 წარმოიდგინეთ, როგორ მიჰყვება რუთი მომკელებს. როცა ისინი ქერს ნამგლით მკიან, ის ჩერდება და დაცვენილ თავთავებს კრეფს. როდესაც მომკელები თავთავებს ძნებად კრავენ და კალოზე გასალეწად მიაქვთ, რუთს იქიდანაც შეუძლია მარცვლის აკრეფა. ეს ძალიან დამქანცველი საქმე იყო, რადგან მკა დილაუთენია იწყებოდა. მაგრამ რუთი მუხლჩაუხრელად მუშაობდა; ის მხოლოდ მაშინ ჩერდებოდა, როდესაც შუბლიდან ოფლს იწმენდდა და მუშებისთვის გაკეთებულ საჩრდილობელში წაიხემსებდა ხოლმე.

      რუთი თავმდაბლობას ავლენს, მომკელებს მიჰყვება და დაცვენილ თავთავებს კრეფს

      რუთი მზად იყო, მძიმედ ეშრომა, საკუთარი თავი და დედამთილი რომ ერჩინა

      26, 27. როგორი პიროვნება იყო ბოაზი და როგორ მოექცა ის რუთს?

      26 რუთს არ ეგონა, რომ ვინმე მიაქცევდა ყურადღებას, მაგრამ ის შეუმჩნეველი არ დარჩენია ბოაზს, ძლიერი რწმენის მქონე კაცს. მან დაინახა ეს ახალგაზრდა ქალი და იკითხა, ვინ იყო. ბოაზი მიესალმა თავის მუშებს, რომელთა შორის ზოგი უცხოტომელიც იყო. მან ასეთი სიტყვებით მიმართა მათ: „იეჰოვა შეგეწიოთ“. მათაც იგივე მიუგეს ბოაზს. ამ ღვთისმოშიშმა მამაკაცმა მამობრივი მზრუნველობა გამოიჩინა რუთის მიმართ (რუთ. 2:4—7).

      27 ბოაზმა, რომელმაც რუთს შვილოთი მიმართა, ურჩია, რომ ყოველთვის მის ყანაში მისულიყო მარცვლის ასაკრეფად და ახლოს ყოფილიყო მოსამსახურე ქალებთან, რათა ახალგაზრდა კაცებს თავი არ მოებეზრებინათ მისთვის. მან იმაზეც იზრუნა, რომ რუთს სადილიც ჰქონოდა (წაიკითხეთ რუთის 2:8, 9, 14). უფრო მეტიც, იგი აქებდა რუთს და ამხნევებდა.

      28, 29. ა) როგორი სახელი ჰქონდა რუთს? ბ) როგორ შეგიძლიათ რუთივით იეჰოვასთან პოვოთ თავშესაფარი?

      28 როდესაც რუთმა ბოაზს ჰკითხა, რით დაიმსახურა უცხოტომელმა ქალმა მისი სიკეთე, მან მიუგო, რომ გაგონილი ჰქონდა, რა გააკეთა რუთმა თავისი დედამთილისთვის, ნაომისთვის. როგორც ჩანს, ნაომი თავის საყვარელ რძალს ბეთლემელ ქალებთან აქებდა და ამას ბოაზის ყურამდეც მიეღწია. ბოაზს ისიც გაგებული ჰქონდა, რომ რუთი იეჰოვას სცემდა თაყვანს, რადგან ასეთი სიტყვები უთხრა: „იეჰოვამ გადაგიხადოს შენი საქმისამებრ და სრული საზღაური მოგეგოს ისრაელის ღვთისგან, იეჰოვასგან, რომლის ფრთებქვეშაც მოიძიე თავშესაფარი“ (რუთ. 2:12).

      29 როგორ გაამხნევებდა ეს სიტყვები რუთს! მას ხომ გადაწყვეტილი ჰქონდა, იეჰოვასთვის შეეფარებინა თავი ისევე, როგორც პაწაწინა ბარტყი პოულობს თავშესაფარს მშობლების ფრთებქვეშ. რუთმა მადლობა გადაუხადა ბოაზს ასეთი კარგი სიტყვებისთვის და საღამომდე განაგრძო მუშაობა (რუთ. 2:13, 17).

      30, 31. რის სწავლა შეგვიძლია მოსიყვარულე, მუყაითი და მადლიერი რუთისგან?

      30 რუთი, რომელმაც საქმეებით აჩვენა, რაოდენ დიდი რწმენა ჰქონდა, დღეს კარგ მაგალითს აძლევს მათ, ვისაც ეკონომიკურად უჭირს. რუთი არ თვლიდა, რომ ვინმე ვალდებული იყო, დახმარებოდა; ამიტომ, ყველაფერს მადლიერებით იღებდა. საყვარელი ადამიანი რომ ერჩინა, მას არ რცხვენოდა, დიდხანს და მძიმედ ემუშავა მიუხედავად იმისა, რომ საქმე, რომელსაც ის ასრულებდა, დამამცირებლად ითვლებოდა. მან მადლიერებით მიიღო და გაითვალისწინა გონივრული რჩევა, ვის გვერდით უნდა ემუშავა, უსაფრთხოდ რომ ყოფილიყო. რაც ყველაზე მთავარია, მას არასდროს რჩებოდა მხედველობიდან ის, რომ მისი მფარველი, პირველ რიგში, ზეციერი მამა, იეჰოვა იყო.

  • „სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ“
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
    • b ასეთი კანონი რუთისთვის ძალიან უცხო იყო, რადგან თავის ქვეყანაში მსგავსი კანონი არ არსებობდა. ძველად ახლო აღმოსავლეთში ქვრივებს ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ. ერთ ნაშრომში ვკითხულობთ: „როდესაც ქალს ქმარი მოუკვდებოდა, მასზე ვაჟებს უნდა ეზრუნათ. მაგრამ თუ არ ჰყავდა ვაჟები, მონად უნდა გაეყიდა თავი ან მეძაობა დაეწყო, თუ არადა, მოკვდებოდა“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება