-
არის აპოკრიფულ სახარებებში იესოს შესახებ დაფარული სიმართლე?საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 აპრილი
-
-
ახ. წ. 41—98 წლებში მათემ, მარკოზმა, ლუკამ და იოანემ დაწერეს „იესო ქრისტეს . . . წარმოშობის წიგნი“ (მათე 1:1). ამ წიგნებს ზოგჯერ სახარებებსაც უწოდებენ, რაც ნიშნავს „იესო ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობას“ (მარკოზი 1:1).
მართალია, იესოს შესახებ არსებობს ზეპირი გადმოცემები და ჩანაწერები, მაგრამ მხოლოდ ეს ოთხი სახარება ითვლება ღვთისგან შთაგონებულად და ბიბლიის ნაწილად. ეს სახარებები უტყუარ ცნობებს გვაწვდის იესოს დედამიწაზე ცხოვრებისა და მისი სწავლებების შესახებ (ლუკა 1:1—4; საქმეები 1:1, 2; 2 ტიმოთე 3:16, 17). ეს ოთხი სახარება ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ყველა უძველეს ნუსხაშია მოხსენიებული. ამიტომ არ არსებობს იმის მიზეზი, რომ მათ კანონიკურობაში დავეჭვდეთ. ისინი მართლაც ღვთის შთაგონებული სიტყვის ნაწილია.
-
-
არის აპოკრიფულ სახარებებში იესოს შესახებ დაფარული სიმართლე?საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 აპრილი
-
-
მათე და იოანე იესოს 12 მოციქულს შორის იყვნენ, მარკოზსა და ლუკას კი პეტრე და პავლე მოციქულებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. მათ სახარებები ღვთის წმინდა სულის დახმარებით დაწერეს (2 ტიმოთე 3:14—17). აქედან გამომდინარე, ოთხივე სახარებაში მოცემული ცნობები სრულიად საკმარისია, რათა ადამიანმა ირწმუნოს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთის ძე (იოანე 20:31).
-