საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • წმინდა მსახურების ძვირფასი ჯილდო
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 დეკემბერი
    • ზაფხულის თბილი თვეების განმავლობაში კვირა საღამოობით, ბიბლიის შესწავლას ვატარებდით ახალი „საგუშაგო კოშკის“ განხილვით. შემდეგ, რვა საათზე ვიკრიბებოდით ლესტერში ბაზრის ადგილზე, რათა ღია ცის ქვეშ მოგვესმინა საჯარო მოხსენება. ერთ საღამოს 200 კაცი ესწრებოდა. ასეთი საქმიანობის შედეგად საფუძველი ჩაეყარა მრავალ კრებას, რომელიც ახლა ლესტერსა და მის გარშემო არსებობს.

  • წმინდა მსახურების ძვირფასი ჯილდო
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 დეკემბერი
    • დიდი კონგრესი ომის დროს

      მეორე მსოფლიო ომი 1939 წლის სექტემბერში დაიწყო და 1941 წლისთვის უფრო გამძაფრდა. გერმანელი ბომბდამშენები დღისით და ღამით ბომბავდნენ, ამიტომ ქვეყანაში შუქშენიღბვის კანონი მოქმედებდა. საკვები არასაკმარისი იყო და რაც იყო, იმასაც საბარათო სისტემით ანაწილებდნენ. მგზავრობა ძლიერ შეზღუდული იყო მატარებლითაც კი. მიუხედავად ამ თითქოსდა გადაულახავი დაბრკოლებისა, 1941 წლის 3—7 სექტემბერს ხუთდღიანი კონგრესი ჩავატარეთ.

      რადგანაც ლესტერი ინგლისის ცენტრში მდებარეობს, კონგრესისთვის დე მონთფორტის დარბაზი იყო ამორჩეული. რადგან ხე-ტყის მრეწველობაში ვიყავი, შემეძლო დავხმარებოდი საკონგრესო ფირნიშის მომზადებაში. აგრეთვე კონგრესზე დამსწრეთათვის ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილების საშუალება მოვაგვარე. წინასწარ ზედმეტ ფასში ბილეთების შესყიდვით დავიქირავეთ ლესტერის ტრამვაი კვირა დღისთვისაც.

      რადგან მგზავრობა შეზღუდული იყო, ვიმედოვნებდით, რომ 3 000-მდე მოწმე მოვიდოდა. წარმოიდგინეთ ის სიხარული, როდესაც 10 000-ზე მეტმა დელეგატმა გამოთქვა დასწრების სურვილი! მაგრამ სად იცხოვრებდნენ? ლესტერელებმა ისინი გულკეთილად მიიწვიეს თავიანთ სახლებში. ათასამდე დელეგატი კი მოთავსებული იყო საკონგრესო ადგილიდან სამი კილომეტრით დაშორებულ ველზე აღმართულ კარვებში. გედეონის ბანაკმა, როგორც მას ვუწოდებდით, დასახლებაში მღელვარება გამოიწვია.

      კონგრესის განყოფილებებისა და მრავალი ხალხის საცხოვრებლად, დიდი თეთრი კარვები დავიქირავეთ. როდესაც განსაზღვრეს, რომ კარვები მთვარის შუქზე ნაციზმის ბომბდამშენებისთვის სამიზნე იქნებოდა, ნაჩქარევად შენიღბეს. ომი და განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ მოწმეები არ მონაწილეობდნენ ომში, საზოგადოებას აღელვებდა. ამ დროს ბიბლიის საფუძველზე ნეიტრალიტეტის გამო ასობით მოწმე იყო ციხეში (ესაია 2:4; იოანე 17:16).

      «„გასაოცარია, იპოვო 10 000 ადამიანი, აქედან უმრავლესობა ახალგაზრდა, რომლებიც კვირის განმავლობაში რელიგიაზე საუბრისას ომს გაკვრით თუ მოიხსენიებენ.

      მოწმეებისთვის დასმულ ჩემს შეკითხვაზე, ჰყავდათ თუ არა გერმანიაში წევრები, დადებითად მიპასუხეს. — და თითქმის ყველა მათგანი, 6 000 პიროვნება, საკონცენტრაციო ბანაკებში იყო“.

      „მართალია, ნაცისტები ნამდვილი მტრები არიან, — ამატებს შემდეგ კორესპონდენტი, — მაგრამ მოწმეები არაფერს აკეთებენ მათ წინააღმდეგ, გარდა იმისა, რომ ყიდიან ტრაქტატებს და ისმენენ გამოსვლებს“». მოიხსენიებდა ერთ-ერთი გაზეთი (The Leicester Mercury, 1941 წლის 7 სექტემბერი).

      გაზეთში ჩვენს შესახებ მოყვანილი კომენტარები ძირითადად უარყოფითი იყო და მოწინააღმდეგეები ძალადობასაც კი მიმართავდნენ კონგრესის ჩასაშლელად, მაგრამ წარუმატებლად. „ორგანიზაცია წყნარი, თვალში არ საცემი და ეფექტური იყო“, — შურნარევად აღიარა ლონდონის ერთმა გაზეთმა (Daily Mail).

      ქალაქში სიგარეტის დეფიციტშიც ჩვენ ვიყავით დამნაშავეები. მაგრამ იმავე გაზეთმა ახსნა: „არც ლესტერელებს და არც თამბაქოს რევიზორებს არ შეუძლიათ იჩივლონ, რომ მოწმეების ბრალია ლესტერის სიგარეტის მარაგის გამოლევა. ისინი არ ეწევიან“. აგრეთვე საჩივრები, რომ იეჰოვას მოწმეების ბრალი იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის საკვების ნაკლებობა, გაქარწყლდა, როდესაც აიხსნა რომ ძირითადად მათ საკუთარი საკვები ჰქონდათ მოტანილი. სინამდვილეში, კონგრესის დასასრულს ლესტერის სამეფო საავადმყოფოს საჩუქრად გადაეცა 150 ცალი თითქმის ორკილოგრამიანი პური, რაც საკმაოდ დიდი შესაწირავი იყო შიმშილობისას.

      კონგრესმა სულიერად დიდად გააძლიერა 11 000 მოწმე ბრიტანეთში. ისინი აღფრთოვანებულნი იყვნენ, რომ დამსწრეთა რიცხვი 12 000-ს შეადგენდა! დელეგატები სიხარულით იღებდნენ ლესტერის ქუჩაში უპრეცედენტო დამოწმებაში მონაწილეობას და ფონოგრამის წარსადგენად დაშორებულ სოფლებში მიდიოდნენ.

      კონგრესის ძირითადი მოხსენებები ჩაწერილი იყო სენტ-ლუისში (მისური, აშშ) ერთი თვით ადრე იეჰოვას მოწმეების ხუთდღიან კონგრესზე. კონგრესის მოხსენებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო ძმა რუტერფორდის მოხსენების ჩანაწერი სათაურით „მეფის შვილები“. რადგან საშუალება არ იყო სპეციალური რბილყდიანი წიგნის „შვილების“ შემოსატანად, რომელიც სენტ-ლუისში დარიგდა, იგი მოგვიანებით ბრიტანეთში იქნა გამოცემული. კონგრესზე დამსწრე ყველა ბავშვს გაეგზავნა ამ წიგნის ეგზემპლარი.

      ლესტერის ერთადერთი წლიური შეხვედრა

      ომის შემდეგ სამეფოს მაუწყებელთა ზრდა ბრიტანეთში საოცარი იყო! 80-იანი წლების დასაწყისისთვის ლესტერის კრებები ათამდე გაიზარდა. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელმა საბჭომ, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება საგუშაგო კოშკმა გადაწყვიტა 1983 წელს ლესტერში წლიური შეხვედრა ჩაეტარებინა. რადგან ქალაქ ლესტერის კრებების ზედამხედველი ვიყავი, მალევე შევუდექი მზადებას დე მონთფორტის დარბაზის ისევ დაქირავებით.

      ამ მიზნით ჩამოვიდა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ბრუკლინში არსებული მთავარი განყოფილებიდან ხელმძღვანელი საბჭოს ცამეტი წევრი. ამჯერად 3 671 დელეგატი ჩამოვიდა მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რომელთა უმრავლესობაც დიდი ხნის მორწმუნე იყო. ხოლო 1 500-მა პიროვნებამ ახლომდებარე საკონგრესო დარბაზში მოისმინა პროგრამა.

      ალბერტ დ. შრედერი, რომელიც ომისდროინდელი ლესტერის კონგრესის დროს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალის ბიუროს ზედამხედველი იყო ლონდონში, ამ წლიურ შეხვედრას თავჯდომარეობდა. 1941 წლის კონგრესის გახსენებისას ძმა შრედერმა იკითხა: „რამდენი თქვენგანი ესწრებოდა მაშინ?“ აუდიტორიიდან ნახევარზე მეტმა ასწია ხელი. „ო! რა კარგია ყველა ერთგულის კვლავ ერთად თავმოყრა“ — წამოიძახა მან. ეს მართლაცდა დაუვიწყარი შემთხვევა იყო.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება