-
უამრავი ხალხიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
„აღარ მოშივდებათ, აღარც მოსწყურდებათ, აღარც მზე დაჰკრავთ და აღარც პაპანაქება შეაწუხებთ,
-
-
უამრავი ხალხიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
27. ა) რა საერთოა ესაიას წინასწარმეტყველებასა და უხუცესის სიტყვებს შორის? ბ) საიდან ჩანს, რომ ესაიას წინასწარმეტყველების შესრულება დაიწყო პავლეს დროს და უშუალოდ ქრისტიანულ კრებას უკავშირდებოდა?
27 მოდი, განვიხილოთ მსგავსი წინასწარმეტყველება: «აი რას ამბობს იეჰოვა: „სასურველ დროს გიპასუხე, ხსნის დღეს დაგეხმარე. . . არც მოშივდებათ და არც მოსწყურდებათ, არც მზე დაჰკრავთ და არც მწველი სიცხე, რადგან მათი შემბრალებელი წაუძღვება მათ და წყლის წყაროებზე მიიყვანს“ » (ესაია 49:8, 10; იხილეთ აგრეთვე ფსალმუნის 121:5, 6). პავლე მოციქულმა ამ წინასწარმეტყველების ნაწყვეტი მოიყვანა და ის „ხსნის დღეს“ დაუკავშირა, რომელიც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან დაიწყო. პავლე წერდა: «რადგან ის [იეჰოვა] ამბობს: „სასურველ დროს მოგისმინე და ხსნის დღეს დაგეხმარე“. აი ახლაა ყველაზე სასურველი დრო. აი ახლაა ხსნის დღე» (2 კორინთელები 6:2).
28, 29. ა) როგორ შესრულდა ესაიას სიტყვები I საუკუნეში? ბ) როგორ სრულდება უამრავ ხალხზე გამოცხადების 7:16? გ) რა იქნება იმის შედეგი, რომ უამრავ ხალხს კრავი „სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ“ წაუძღვება? დ) რითი განსხვავდება სხვებისგან უამრავი ხალხი?
28 როგორ შესრულდა დანაპირები, რომ ადამიანებს არ მოშივდებოდათ, არ მოსწყურდებოდათ და მწველი სიცხე არ შეაწუხებდათ? I საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები დროდადრო, რა თქმა უნდა, განიცდიდნენ შიმშილსა და წყურვილს, თუმცა სულიერი გაგებით მათ არაფერი აკლდათ (2 კორინთელები 11:23—27). ყველაფერი უხვად ჰქონდათ, სულიერად არც შიოდათ და არც სწყუროდათ. უფრო მეტიც, მათ წინააღმდეგ იეჰოვას მწველი რისხვა არ ანთებულა, როდესაც მან ახ. წ. 70 წელს იერუსალიმი და მისი ტაძარი გაანადგურა. გამოცხადების 7:16-ში ჩაწერილი სიტყვები სულიერი გაგებით დღეს უამრავ ხალხზეც სრულდება. ცხებულ ქრისტიანებთან ერთად ისინიც ხარობენ უხვი სულიერი საკვებით (ესაია 65:13; ნაუმი 1:6, 7).
29 რა გაჭირვებასა და სიძნელეებსაც არ უნდა აწყდებოდეთ სატანის ქვეყნიერების ამ შავბნელ დროში, თუ თქვენ უამრავ ხალხს მიეკუთვნებით, „მხიარული გული“ გექნებათ (ესაია 65:14). ამ გაგებით იეჰოვას ახლაც კი შეუძლია მოგწმინდოთ „ყოველი ცრემლი თვალებიდან“. თქვენ აღარ გემუქრებათ მცხუნვარე „მზე“ ღვთის სასჯელად, და როცა ანგელოზები გამანადგურებელ ოთხ ქარს აუშვებენ, თქვენ არ იგრძნობთ იეჰოვას უკმაყოფილებით გამოწვეულ „მწველ სიცხეს“.
-