-
„ოქროს ნაცვლად, ბრილიანტები ვიპოვე“საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 მარტი
-
-
ცოტა ხანში მიქაელ ტრიანტაფილოპულოსი შემომიერთდა, რომელმაც მომნათლა 1935 წლის ზაფხულში — სრული დროით მსახურების დაწყებიდან წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ! საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიუწვდომელი იყო, ამიტომ ყველგან ფეხით მივდიოდით. ყველაზე დიდი პრობლემა სამღვდელოების წინააღმდეგობა იყო, რომელიც ჩვენს გასაჩერებლად ყველაფერს აკეთებდა. ამის შედეგად მრავალ წინასწარ შექმნილ აზრს ვხვდებოდით. მაგრამ, დაბრკოლებების მიუხედავად, დამოწმება მიმდინარეობდა და იეჰოვას სახელი ხალხს ყველგან ემცნობოდა.
-
-
„ოქროს ნაცვლად, ბრილიანტები ვიპოვე“საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 მარტი
-
-
ერთ დღეს მე და ძმა ტრიანტაფილოპულოსი სოფელ მურიკიში ვქადაგებდით, რომელიც ბეოტიას ოლქს მიეკუთვნება. სოფელი ორ ნაწილად დავყავით — მე აღმართებზე დავიწყე საქმიანობა, რადგან უფრო ახალგაზრდა ვიყავი. მოულოდნელად ქვემოდან ყვირილი მომესმა. ჩარბენისას ვფიქრობდი: „ძმა ტრიანტაფილოპულოსს სცემენ“. ადგილობრივ კაფეში შეკრებილიყვნენ სოფლელები და მღვდელი, რომელიც გაბრაზებული ხარივით წინ და უკან დარბოდა. «ეს ხალხი „გველის თესლს“ გვიწოდებს», — ყვიროდა ის.
მღვდელმა მოასწრო ძმა ტრიანტაფილოპულოსის თავზე ხელჯოხის გადატეხა, რომელსაც სისხლი სახეზე ჩამოსდიოდა. როცა სისხლი მოვწმინდე, წასვლა შეგვეძლო. ქალაქ თებემდე სამი საათი ვიარეთ. იქ სამედიცინო დაწესებულებაში ჭრილობა დაუმუშავეს. მომხდარზე პოლიციას შევატყობინეთ და სასამართლო საქმე აღვძარით. მაგრამ მღვდელს გავლენიანი ნაცნობები ჰყავდა და საბოლოოდ უდანაშაულოდ სცნეს.
ქალაქ ლევკასში ქადაგებისას იმ ტერიტორიის ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის მიმდევრებმა „დაგვაპატიმრეს“ და სოფლის ყავახანაში უკანონოდ მოწყობილ სასამართლოში მიყვანის შემდეგ ბრალი დაგვდეს. პოლიტიკური ლიდერი და თავისი ხალხი ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების გამოსროლით რიგრიგობით ჩვენს გარშემო დარბოდნენ და მუშტებშეკრულები გვემუქრებოდნენ. ყველა გალეშილი იყო. ჩვენს წინააღმდეგ წარმოთქმული ტირადები შუადღიდან მზის ჩასვლამდე გრძელდებოდა, მაგრამ ჩვენ არ აღვშფოთებულვართ და კვლავაც ვიღიმებოდით, როცა უდანაშაულობას ვაცხადებდით და დახმარებისთვის ჩუმად იეჰოვა ღმერთისადმი ვლოცულობდით.
დაბინდებისას ორმა პოლიციელმა გვიხსნა. მათ განყოფილებაში წაგვიყვანეს და კეთილად მოგვექცნენ. თავისი მოქმედებების გასამართლებლად მეორე დღეს მოსულმა პოლიტიკურმა ლიდერმა საბერძნეთის მეფის წინააღმდეგ პროპაგანდაში დაგვადანაშაულა. ამიტომ შემდგომი გამოკვლევისთვის პოლიციამ ქალაქ ლამიაში გაგვაგზავნა ორი მამაკაცის თანხლებით. შვიდი დღე პატიმრობაში ყოფნის შემდეგ სასამართლო პროცესისთვის ხელბორკილებში ქალაქ ლარისაში წაგვიყვანეს.
წინასწარ ინფორმირებული ლარისელი ქრისტიანი ძმები ჩვენს ჩასვლას ელოდებოდნენ. მათი გამოვლენილი დიდი სიყვარული შესანიშნავი დამოწმება იყო მცველებისთვის. ჩვენი ადვოკატი — იეჰოვას მოწმე და ყოფილი პოდპოლკოვნიკი — კარგად იყო ცნობილი ქალაქში. სასამართლოში მისი გამოჩენისა და საქმის დასაბუთების შემდეგ ჩვენს წინააღმდეგ ბრალდება ცრუ ჩვენებად აღიარეს და გაგვათავისუფლეს.
იეჰოვას მოწმეთა ქადაგების საერთო წარმატებამ წინააღმდეგობა გაზარდა. 1938–1939 წლებში შემოღებულ იქნა პროზელიტიზმის ამკრძალავი კანონები და მიქაელთან ერთად ამ საკითხთან დაკავშირებულ ათობით სასამართლო საქმეში ვიყავი ჩარეული. მოგვიანებით, ჩვენი მოღვაწეობისადმი ნაკლები ყურადღების მოპყრობის მიზნით ფილიალის ბიურომ ცალ-ცალკე მუშაობა გვირჩია.
-