საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ომი, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება
    გამოიღვიძეთ! — 2005 | ნოემბერი 8
    • ახალი დავალებები

      დამნიშნეს გვატემალაში (ცენტრალური ამერიკა), სადაც მისიონერად დაახლოებით ერთი წელი ვმსახურობდი. შემდეგ გვატემალას დედაქალაქში მდებარე იეჰოვას მოწმეთა ფილიალში მიმიწვიეს, სადაც პატარა ტიპოგრაფიაში ვმუშაობდი. 1981 წელს დავქორწინდი. ჩემი მეუღლე, ლუპიტა, რომელიც მანამდე ადგილობრივ კრებაში პიონერად მსახურობდა, ფილიალში მოიწვიეს. მოგვიანებით, 1996 წელს, ჩვენმა ტიპოგრაფიამ შეწყვიტა მუშაობა. მას შემდეგ ჩვენს ყველა პუბლიკაციას მექსიკის ფილიალიდან ვიღებთ.

      1984 წელს ჩვენი გოგონა, სტეფანი, დაიბადა. მიუხედავად ამისა, მე მაინც მომეცა ფილიალში მსახურების გაგრძელების შესაძლებლობა. ეს ასე იყო მას შემდეგაც, რაც 1987 წელს მიჩელი შეგვეძინა. წლების განმავლობაში ფილიალის გარეთ ცხოვრება და ყოველდღიურად ფილიალამდე დაახლოებით 10 კილომეტრის გავლა ადვილი არ არის. მაგრამ ჩემთვის დიდი პატივია, რომ შემიძლია ამ ზომით მსახურება. ოჯახიც ძალიან მიწყობს ხელს.

      ლუპიტა და სტეფანი ამჟამად პიონერებად მსახურობენ. მიჩელიც მონათლულია და იეჰოვას ემსახურება. ის წელს დაამთავრებს პროფტექნიკურ სასწავლებელს, რის შემდეგაც სრული დროით აპირებს მსახურებას. მე მესმის, რომ ასეთი პატივი იეჰოვას სიკეთის — და არა ჩვენი უნარის — წყალობით გვაქვს. იეჰოვა მოსიყვარულე ღმერთია და გამოიყენებს ნებისმიერს, ვისაც აქვს მზადყოფნის სული და ეძებს მის ხელმძღვანელობას.

      ზოგჯერ გვეკითხებიან, თუ როგორ ვახერხებთ ერთდროულად სრული დროით მსახურებას და თავის შენახვას. შვებულებების დროს ვმუშაობთ ქვეყნიურ სამუშაოზე. გარდა ამისა, ყოველთვის ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა ‘სუფთა თვალი’ მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით, გვქონოდა იეჰოვას დახმარების იმედი, მივნდობოდით მას და მუდამ გვეძებნა მისი ხელმძღვანელობა (მათე 6:25—34; იგავები 3:5).

      იარაღის ტარებამ ძალაუფლების გრძნობა განმივითარა. ამიტომ ვხედავ, რომ განუწყვეტლივ მჭირდება მუშაობა თავმდაბლობის განსავითარებლად. სატანის სისტემამ სიძულვილი, მკვლელობა, ეჭვიანობა, აგრესიულობა და თავის დასაცავად ბრძოლა მასწავლა. მაგრამ იეჰოვამ ჩემდამი გულმოწყალება და სიკეთე გამოავლინა, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, აღარასოდეს ვისწავლო ომი და ყველას მიმართ სიყვარული და თანაგრძნობა გამოვავლინო (მათე 5:43—45; ესაია 2:4).

      ასეთი ცვლილებების მოხდენა ადვილი არ იყო. მიუხედავად ამისა, უფრო მშვიდობიანად ცხოვრება ვისწავლე. ღვთის დახმარებით ასევე აღარ ვხედავ კოშმარებს, რომლებიც ომში განცდილის შედეგად ადრე მოსვენებას არ მაძლევდა. მოუთმენლად ველი იმ დროს, როცა ომები აღარ იქნება (ფსალმუნები 45:10). ამ დრომდე კი, დიდად მადლიერი ვარ იმისათვის, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო ხალხის სიცოცხლის მხსნელ საქმიანობაში და ადამიანებს ჩვენი დიდებული სიცოცხლის მომცემის, იეჰოვა ღმერთის, გაცნობაში დავეხმარო.

  • ომი, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება
    გამოიღვიძეთ! — 2005 | ნოემბერი 8
    • [სურათი 23 გვერდზე]

      ვმუშაობ საბეჭდ დაზგაზე გვატემალას ფილიალში, 1982 წელი.

      [სურათი 23 გვერდზე]

      ვქადაგებ მეუღლესთან ერთად.

      [სურათი 23 გვერდზე]

      მე, ლუპიტა, მიჩელი და სტეფანი დღეს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება