-
ალბანეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
ალბანეთი უფრო იზოლირებული ხდება
1978 წელს დაიწყო იზოლირების ახალი ეპოქა, როდესაც ალბანეთმა კავშირი გაწყვიტა ჩინეთთან. ახალი კონსტიტუციის მიზანი იყო, რომ ალბანეთს თვითონ ეწარმოებინა საკუთარი პროდუქცია და არ ყოფილიყო სხვა ქვეყნებზე დამოკიდებული. ასევე მკაცრად უნდა გაეკონტროლებინათ ყველა სფერო და დარგი, მათ შორის თეატრი, ბალეტი, ლიტერატურა და სახვითი ხელოვნება. კლასიკური მუსიკა, რომელსაც მეამბოხე ხასიათის მატარებლად მიიჩნევდნენ, იკრძალებოდა. მხოლოდ ზოგიერთ მწერალს აძლევდნენ უფლებას, ჰქონოდა საკუთარი საბეჭდი მანქანა. ყველას, ვინც კი სხვა ქვეყნის სატელევიზიო პროგრამას უყურებდა, „სიგურიმში“ იბარებდნენ დაკითხვაზე.
-
-
ალბანეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
1985 წელს გარდაიცვალა დიქტატორი ენვერ ჰოჯა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ედგა სათავეში ალბანეთს. მის გარდაცვალებას მთელი ალბანეთი გლოვობდა. მალევე განხორციელდა სამთავრობო და სოციალური რეფორმები.
-