საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ალბანეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • მდგომარეობა იცვლება

      1989 წელს პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა. სიკვდილით აღარ სჯიდნენ მათ, ვინც ალბანეთიდან გაქცევას ცდილობდა.

  • ალბანეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • 1989 წლის 9 ნოემბერს დაეცა ბერლინის კედელი და ეს ალბანეთზე მალევე აისახა. 1990 წლის მარტში ქალაქ კავაიაში კომუნიზმის წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყო. ათასობით ადამიანი მიაწყდა ტირანაში უცხოეთის საელჩოებს ქვეყნის დატოვების მიზნით. სტუდენტები რეფორმებს ითხოვდნენ და შიმშილობდნენ.

      1991 წლის თებერვალში ტირანაში ხალხის ბრბომ ენვერ ჰოჯას 10-მეტრიანი ქანდაკება ჩამოაგდო, რომელიც წლების მანძილზე სკანდერბეგის მოედანზე იყო აღმართული. ყველა ფიქრობდა, რომ დიქტატურა წარსულს ჩაბარდა. მარტში დაახლოებით 30 000-მა ალბანელმა დურესისა და ვლორას პორტიდან გემები გაიტაცა და იტალიას შეაფარეს თავი, როგორც ლტოლვილებმა. დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც ალბანეთში მრავალპარტიული არჩევნები არ ჩატარებულა და სწორედ 1991 წლის მარტში ჩატარდა ქვეყანაში ასეთი არჩევნები. მართალია, არჩევნებში კომუნისტურმა პარტიამ გაიმარჯვა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ის უწინდებურად ვეღარ აკონტროლებდა ქვეყანას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება