საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ალბანეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • 1961 წლის თებერვალში ჯონი საპორტო ქალაქ დურესში ჩავიდა და იქიდან ტირანაში გაემგზავრა. იქ ის თავის დას, მელპოს შეხვდა, რომელიც ჭეშმარიტებისადმი ინტერესს ავლენდა. მისი დახმარებით ჯონი ძმებს მომდევნო დღესვე შეხვდა.

      ჯონმა ძმებთან ბევრ საკითხზე ისაუბრა და მათ ლიტერატურა მისცა, რომელიც ჩემოდანში გაკეთებულ სამალავში ჰქონდა დამალული. ძმების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. 24 წლის განმავლობაში მათთან საზღვარგარეთიდან ვერც ერთი ძმა ვერ ჩადიოდა.

      ჯონმა გაარკვია, რომ ხუთ ქალაქში 60 მოწმე ცხოვრობდა და კიდევ რამდენიმე და-ძმა პატარა სოფლებში. ტირანაში ძმები კვირაობით ფარულად იკრიბებოდნენ და იმ პუბლიკაციებს განიხილავდნენ, რომლებსაც 1938 წლიდან მოყოლებული მალავდნენ.

  • ალბანეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • ტირანელი ძმები ძალიან გაახარა ბროშურის „მშვიდობიანად და გაერთიანებულად ქადაგება და სწავლება“ მიღებამ. ამ ბროშურაში მოცემული იყო მითითებები, თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო კრების შეხვედრები როგორც მშვიდობიან, ისე აკრძალვების პერიოდში. იმავე წლის მარტში ჯონმა ტირანაში, ლეონიდა პოპის სახლში, გახსენების საღამო ჩაატარა, რომელსაც 37 ადამიანი დაესწრო. მოხსენების შემდეგ ჯონი გემით საბერძნეთში გაემგზავრა.

      მას შემდეგ, რაც ძმებმა მთავარ სამმართველოში ჯონის მიერ წარდგენილი ალბანეთის ანგარიში განიხილეს, ტირანის კრებასა და ალბანეთში სამქადაგებლო საქმიანობაზე ხელმძღვანელობა ლეონიდა პოპს, სოტირ პაპასა და ლუჩი ჯეკას დააკისრეს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება