საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ალბანეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • 1992 წელს იტალიიდან და საბერძნეთიდან ალბანეთში სპეციალური პიონერები ჩავიდნენ და ალბანური ენის კურსები გაიარეს. ამ დროს ლიტერატურის ალბანურ ენაზე თარგმნა პატარა ჯგუფმა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ 21 დღის განმავლობაშიც კი არ ჰქონდათ ელექტროენერგია, ძმები ხალისს არ კარგავდნენ და გულხელდაკრეფილნი არ ისხდნენ.

      ძმებს სხვადასხვა სახის მძიმე სამუშაოს შესრულებაც უწევდათ. სიცივეს რომ დაიჭერდა, მისიონერთა სახლს გათბობა სჭირდებოდა, მაგრამ ალბანეთში შეშას ვერსად იყიდდი. მაშ, როგორ უნდა გამთბარიყვნენ ძმები? ბერძენმა თანამორწმუნეებმა მათ დახმარების ხელი გაუწოდეს, ხის მორები და ელექტროხერხი გაუგზავნეს. მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ ღუმელს პატარა კარი ჰქონდა, ელექტროხერხს კი ელექტროენერგიის გარეშე ვერ გამოიყენებდნენ. საბედნიეროდ, ერთ-ერთი ძმის ნაცნობს, რომელიც ქალაქის მეორე ბოლოში ცხოვრობდა, ნაჯახი ჰქონდა. ვინაიდან სამოქალაქო ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ძმას ორი საათი სჭირდებოდა, რომ ნაჯახი მისიონერთა სახლში მიეტანა. ამასთანავე, ის დაბინდებამდე უკან უნდა დაებრუნებინა. „სანამ ნაჯახი გვქონდა, შეშას ყველა რიგრიგობით ვჩეხდით, — იხსენებს ერთ-ერთი მისიონერი, — სამაგიეროდ, ყველანი თბილად ვიყავით“.

      სწორედ ასეთი ორომტრიალის დროს ალბანეთის მთარგმნელობით ჯგუფს პირველად ესტუმრნენ ნიკ და ეიმი ალადისები მთარგმნელთა მომსახურების განყოფილებიდან, რომელიც ახლა პატერსონშია (ნიუ-იორკი). მას შემდეგ ისინი არაერთხელ ჩავიდნენ ალბანეთში. მათი გულისხმიერი და გაწონასწორებული მიდგომა დამხმარე აღმოჩნდა ახალი მთარგმნელებისთვის. მათ მალე აითვისეს ნასწავლი და საქმეც წინ მიიწევდა. ლიტერატურას იტალიის ფილიალი ბეჭდავდა და ალბანეთში აგზავნიდა.

      მსახურებაში მიღწეული შედეგები ცხადყოფს, რომ მათი შრომა ნამდვილად დაფასდა. ახალი მაუწყებლებიც მთელი შემართებით ქადაგებდნენ. მაგალითად, ლოლა, რომელიც ახალი მაუწყებელი იყო, თვეში 150, 200 ან უფრო მეტ საათს ქადაგებდა! ძმებმა როცა ურჩიეს, ზედმეტად არ დატვირთულიყო და თავს გაფრთხილებოდა, ლოლამ უპასუხა: „აქამდე ჩემს ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა! ამაზე ღირსეულ საქმეს რას გავაკეთებდი?!“

      ჩვენი საქმიანობა წინ მიიწევს

      1993 წლის მარტი მნიშვნელოვანი თვე იყო ალბანელი იეჰოვას მოწმეების ისტორიაში. სპეციალური პიონერები პირველად შეუდგნენ მსახურებას ბერატში, დურესში, გიროკასტრაში, შკოდერში, ტირანასა და ვლორაში. პირველი მარტის „საგუშაგო კოშკი“ ალბანელი მთარგმნელობითი ჯგუფის მიერ ნათარგმნი პირველი ჟურნალი იყო; პირველად ჩატარდა თეოკრატიული მსახურების სკოლა, ამგვარად, პირველად ჩატარდა კრების ხუთივე შეხვედრა; ალბანურ ენაზე პირველად გამოიცა „ჩვენი სამეფო მსახურება“ და პირველად ჩატარდა სპეციალური ერთდღიანი კონგრესიც ტირანაში, სკანდერბეგის მოედანზე, ოპერისა და ბალეტის თეატრში.

      ამ ისტორიული კონგრესის დელეგატებს შორის საბერძნეთიდან და იტალიიდან ჩასული სტუმრებიც იყვნენ. პროგრამა დაიწყო ლოცვით, რომელიც ძმა ნაშო დორმა წარმოთქვა. მან მადლობა გადაუხადა იეჰოვას ყველა იმ კურთხევისთვის, რაც მისგან მიიღეს. კონგრესს 585 ადამიანი დაესწრო და 41 მოინათლა. ახალმონათლულთა შორის იყვნენ იმ ალბანელი და-ძმების შვილები და შვილიშვილები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას.

  • ალბანეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • იმავე წელს ხანდაზმული და-ძმები და ახალი მაუწყებლები ძალიან გაახარა თეოდორ იარაჩთან შეხვედრამ. ის იყო ხელმძღვანელი საბჭოდან პირველი, ვინც ალბანეთს ესტუმრა. მისი მოხსენების მოსასმენად ტირანაში 600-ზე მეტი მოწმე შეიკრიბა.

      ამ პერიოდში ძმებმა ტირანაში ძველი აგარაკი შეიძინეს, სადაც განთავსდებოდა ალბანეთის იეჰოვას მოწმეთა ოფისი. საზღვარგარეთიდან ჩასული ძმები დაუზარებლად შრომობდნენ. მათ ექვს თვეზე ნაკლებ დროში ძველი აგარაკი თანამედროვე ოფისად გადააკეთეს და 24 ადამიანისთვის საცხოვრებელი შენობა ააშენეს. მიძღვნის პროგრამა 1996 წლის 12 მაისს ჩატარდა და ქვეყანას ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, მილტონ ჰენშელი ესტუმრა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება