-
ალბანეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
1944 წელს გერმანელებმა ალბანეთი დატოვეს. მათი ადგილი კომუნისტურმა ჯარებმა დაიკავეს და დროებითი მთავრობა ჩამოაყალიბეს. ძმებმა დაუყოვნებლივ მიმართეს ახალ მთავრობას თხოვნით, რომ რამდენიმე ბროშურის ხელახლა გამოცემის ნებართვა მიეცათ, მაგრამ ისინი ასეთი სიტყვებით გაისტუმრეს: «„საგუშაგო კოშკი“ სამღვდელოების წინააღმდეგ ილაშქრებს, ჩვენ კი ალბანეთში სამღვდელოებას პატივს ვცემთ».
-
-
ალბანეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
მთავრობამ ჩვენი ლიტერატურის კონფისკაცია მოახდინა. ძმებს მხოლოდ მცირე რაოდენობის ქაღალდი და სულ რამდენიმე საბეჭდი მანქანა ჰქონდათ, მაგრამ ისინი მალე ამ ყველაფრის გარეშეც დარჩნენ, რადგან მთავრობამ ჩამოართვა.
რამდენჯერაც ძმებმა ლიტერატურის დაბეჭდვის უფლება ითხოვეს, იმდენჯერ ცივი უარი მიიღეს და უფრო მეტიც, მთავრობა მათ დაშინებასაც ცდილობდა. მაგრამ ძმებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ. „იეჰოვამ დაგვავალა, ალბანელებს მისი განზრახვა გავაცნოთ, — უთხრეს მათ მთავრობის წარმომადგენლებს, — თქვენ კი გვიკრძალავთ ამის გაკეთებას, რის გამოც პასუხს აგებთ მის წინაშე“.
ამ დროს მთავრობის წევრები, შესაძლოა, ფიქრობდნენ: „ალბანეთის ბატონ-პატრონები ჩვენ ვართ! არ ვაღიარებთ თეოკრატიას და ხელს ვერც თქვენ და ვერც თქვენი ღმერთი, იეჰოვა შეგვიშლის, რომელსაც არ ვცნობთ!“ ამის მიუხედავად, ძმები შეძლებისდაგვარად მაინც გაბედულად განაგრძობდნენ სასიხარულო ცნობის გავრცელებას.
-