საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ალბანეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • კარგი დასაწყისი, მაგრამ მოულოდნელი შეფერხება

      მართალია, ქვეყნის კომიტეტი ყველაფერს აკეთებდა წმინდა თაყვანისმცემლობის წინ წასაწევად, მაგრამ სირთულეები გარდაუვალი იყო. 1963 წელს მელპო მარკსმა თავის ძმას, ჯონს მისწერა, რომ ქვეყნის კომიტეტის ორი წევრი ლეონიდა პოპი და ლუჩი ჯეკა „თავიანთი ოჯახებიდან შორს“ იყვნენ და შეხვედრები აღარ ტარდებოდა. მოგვიანებით ძმებს შეატყობინეს, რომ სპირო ვრუჰო საავადმყოფოში იყო. ლეონიდა პოპსა და ლუჩი ჯეკაზეც ნათქვამი იყო, რომ ისინი ავად იყვნენ და შემდეგ მითითებული იყო საქმეების 8:1, 3, სადაც წერია, რომ ტარსოსელმა სავლემ ქრისტიანები ციხეში ჩასვა. რა ხდებოდა?

      ლეონიდა პოპი, ლუჩი ჯეკა და სოტირ ცეჩი მუშაობდნენ ქარხანაში, სადაც კომუნისტური პარტიის წევრები კომუნიზმის მხარდასაჭერად მუშებს ლექციებს უკითხავდნენ. ერთხელ, როცა ევოლუციაზე ლექციას უსმენდნენ, ლეონიდა და ლუჩი წამოდგნენ და თქვეს: „არა, ადამიანი მაიმუნისგან არ წარმოშობილა!“ მომდევნო დღეს ორივე დააკავეს და თავიანთი ოჯახებიდან შორს, შორეულ ქალაქებში გადაასახლეს, სადაც მძიმედ ამუშავებდნენ. ალბანელები ამ სასჯელს „ინტერნიმს“ (ინტერნირებას) ეძახდნენ. ლუჩი გრამშის მთებში გააგზავნეს, ლეონიდა კი ბურელის მიუვალ მთებში, რადგან მას მეთაურად მიიჩნევდნენ. იქ მკაცრი კლიმატი იყო. მან იქ შვიდი წელი დაჰყო, რის შემდეგაც სახლში, ტირანაში დაბრუნდა.

      1964 წლის აგვისტოსთვის შეხვედრები თითქმის არ ტარდებოდა. ალბანეთიდან მოწოდებული მცირე ინფორმაციის თანახმად, ძმები „სიგურიმის“ გამუდმებული თვალთვალის ქვეშ იყვნენ. ერთი საფოსტო ბარათის მარკის ქვეშ ეწერა: «ილოცეთ ჩვენთვის. სახლიდან სახლში დადიან და ლიტერატურას გვართმევენ. სწავლის უფლებას არ გვაძლევენ. სამი ძმა „ინტერნირებულია“». თავდაპირველად ძმები ფიქრობდნენ, რომ ძმა პოპი და ჯეკა გაათავისუფლეს, რადგან მხოლოდ მათთვის იყო ცნობილი, რომ ინფორმაციას საფოსტო მარკების ქვეშ წერდნენ. მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია ლუჩი ჯეკას მეუღლეს, ფროსინას გამოეგზავნა.

      პასუხისმგებელი ძმები გადაასახლეს. „სიგურიმს“ ვერაფერს გამოაპარებდი. ამიტომაც მოწმეები ერთმანეთთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ. გადასახლებული ძმები სიტყვითა თუ საქმით ყველასთან კარგად ამოწმებდნენ. ქალაქ გრამშში ხალხი ამბობდა: «„უნჯილორები“ [მახარობლები] აქ არიან. ისინი ჯარში არ მიდიან, მაგრამ ხიდებს გვიშენებენ და გენერატორებს გვირემონტებენ». ამ ერთგულმა ძმებმა შესანიშნავი რეპუტაცია შეიქმნეს და ათწლეულების მანძილზე იქაურები კეთილად იხსენიებდნენ.

  • ალბანეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • 1992 წელს, როდესაც აკრძალვა მოიხსნა, ფროსინა იმ ცხრა მონათლულ მოწმეთა შორის ერთ-ერთი იყო, რომელიც ალბანეთში ცხოვრობდა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება