საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მან იეჰოვას გული გადაუშალა
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
    • 21. როგორ გამოჩნდა ხანას ლოცვიდან მისი ძლიერი რწმენა? (იხილეთ ჩარჩო „ორი შესანიშნავი ლოცვა“).

      21 ამის შემდეგ ხანამ მხურვალედ ილოცა და ეს ლოცვა ღმერთმა მოწონების ნიშნად თავის სიტყვაში ჩაწერა. როცა წაიკითხავთ 1 სამუელის 2:1—10-ში ჩაწერილ ხანას ლოცვას, დაინახავთ, რა ძლიერი რწმენითაა წარმოთქმული თითოეული სიტყვა. ხანა ხოტბას ასხამს იეჰოვას, რომელიც სასწაულებრივად იყენებს თავის ძალას — შეუდარებელ უნარს, რომ დაამდაბლოს ამაყი, აკურთხოს დაჩაგრული და სიცოცხლე მოუსწრაფოს ან სიკვდილისგან იხსნას ადამიანი. ის განადიდებს თავის ზეციერ მამას უბადლო სიწმინდის, სამართლიანობისა და ერთგულების გამო. ხანას მართლაც ჰქონდა მიზეზი, ეთქვა: „არავინ არის კლდე ჩვენი ღვთის გარდა“. იეჰოვა სრულიად სანდოა და არასდროს იცვლება. ის არის თავშესაფარი ყველა დაჩაგრულის, ვინც კი დახმარებისთვის მოუხმობს.

  • მან იეჰოვას გული გადაუშალა
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
      • აღსანიშნავია, რომ ხანამ მეორე ლოცვა მაშინ კი არ წარმოთქვა, როცა ვაჟი შეეძინა, არამედ მაშინ, როცა მან და ელკანამ თავიანთი ვაჟი აღთქმისამებრ ღვთის მსახურებისთვის მიიყვანეს შილოში. მისი ლოცვიდან ჩანს, რომ ხანა იმიტომ კი არ ხარობდა, რომ თავის მეტოქეზე, ფენინაზე გაიმარჯვა, არამედ იმიტომ, რომ იეჰოვამ აკურთხა ის.

      • როდესაც ხანამ თქვა, რომ „იეჰოვას შეწევნით განდიდდა ჩემი რქა“, შესაძლოა, ის ხარს გულისხმობდა, რომელსაც მაგარი რქები აქვს და გამწევ ძალად იყენებენ. ფაქტობრივად, ხანა ამბობდა: „იეჰოვა, შენ გამაძლიერე“ (1 სამ. 2:1).

      • ხანამ მოიხსენია ღვთის „ცხებული“, რაც შეიძლება წინასწარმეტყველურად მივიჩნიოთ. სიტყვა „ცხებული“ „მესიას“ ნიშნავს. ხანა პირველი ბიბლიური პერსონაჟია, რომელმაც ეს სიტყვა მომავალ ცხებულ მეფესთან დაკავშირებით გამოიყენა (1 სამ. 2:10).

      • დაახლოებით 1 000 წლის შემდეგ იესოს დედამ, მარიამმა ისეთივე გრძნობები გამოხატა, როგორიც ხანას ჰქონდა, როცა იეჰოვას ხოტბას ასხამდა (ლუკ. 1:46—55) (იხილეთ მე-17 თავი).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება