საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მან იეჰოვას გული გადაუშალა
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 ივლისი
    • ამის შემდეგ ხანამ მხურვალედ ილოცა და ეს ლოცვა ღმერთმა მოწონების ნიშნად თავის სიტყვაში ჩაწერა. როცა წაიკითხავთ 1 სამუელის 2:1—10-ში მოცემულ მის სიტყვებს, დაინახავთ, რა ღრმა რწმენითაა თითოეული მათგანი წარმოთქმული. ხანა ხოტბას ასხამს იეჰოვას, რომ ის დიდებულად იყენებს თავის ძალას — იმის შეუდარებელ უნარს, რომ დაამდაბლოს ამაყი, აკურთხოს დაჩაგრული და მოუსწრაფოს სიცოცხლე ან სიკვდილისგან იხსნას ადამიანი. ის განადიდებს თავის ზეციერ მამას უბადლო სიწმინდის, სამართლიანობისა და ერთგულების გამო. ხანას მართლაც ჰქონდა მიზეზი, რომ ეთქვა: „არავინ არის კლდე ჩვენი ღვთის გარდა“. იეჰოვა სრულიად სანდო და უცვლელია. ის არის თავშესაფარი ყველა დაჩაგრულისა, ვინც კი დახმარებისთვის მოუხმობს მას.

  • მან იეჰოვას გული გადაუშალა
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 ივლისი
    • ▪ აღსანიშნავია, რომ ხანამ მეორე ლოცვა მაშინ კი არ წარმოთქვა, როცა ვაჟი შეეძინა, არამედ მაშინ, როცა მან და ელკანამ თავიანთი ვაჟი აღთქმისამებრ ღვთის მსახურებისთვის მიიყვანეს შილოში. მისი ლოცვიდან ჩანს, რომ ხანა იმიტომ კი არ ხარობდა, რომ თავის მეტოქეზე, ფენინაზე გაიმარჯვა, არამედ იმიტომ, რომ იეჰოვამ აკურთხა ის.

      ▪ როდესაც ხანამ თქვა, რომ „იეჰოვას შეწევნით განდიდდა ჩემი რქა“, შესაძლოა, ის ძლიერ ხარს გულისხმობდა, რომელიც რქებს მძლავრად იყენებს. ფაქტობრივად, ხანა ამბობდა: „იეჰოვა, შენ გამაძლიერე“ (1 სამუელი 2:1).

      ▪ ღვთის „ცხებულთან“ დაკავშირებული ხანას სიტყვები შეგვიძლია წინასწარმეტყველურად მივიჩნიოთ. ეს სიტყვა იგივე „მესიაა“ და ხანა პირველი ბიბლიური პერსონაჟია, რომელმაც ეს სიტყვა გამოიყენა მომავალ ცხებულ მეფესთან დაკავშირებით (1 სამუელი 2:10).

      ▪ დაახლოებით 1 000 წლის შემდეგ იესოს დედამ, მარიამმა ისეთივე გრძნობები გამოხატა, როგორიც ხანას ჰქონდა, როცა იეჰოვას ხოტბას ასხამდა (ლუკა 1:46—55).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება