საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მიენდეთ იეჰოვას მძიმე წუთებში
    საგუშაგო კოშკი — 2019 | ივნისი
    • 11—13. როგორ იმოქმედა განსაცდელებმა ღვთის მსახურებზე?

      11 ბიბლიაში მოხსენიებული ღვთის სხვა ერთგული მსახურებიც ხვდებოდნენ დიდ განსაცდელებს. მაგალითად, ხანა უშვილო იყო, რაც იმ დროს სირცხვილად ითვლებოდა. ის ღვარძლიან დაცინვასაც იტანდა ფენინასგან, რომელიც მისი ქმრის მეორე ცოლი იყო (1 სამ. 1:2, 6). სულგამწარებული ხანა „ტიროდა და არაფერს ჭამდა“ (1 სამ. 1:7, 10).

  • მიენდეთ იეჰოვას მძიმე წუთებში
    საგუშაგო კოშკი — 2019 | ივნისი
    • 14, 15. იეჰოვასადმი ნდობის რა მაგალითი მოგვცა ზემოთ მოხსენიებულმა ღვთის სამმა მსახურმა?

      14 ზემოთ მოხსენიებული სამივე ღვთის მსახური იეჰოვაზე იყო დაიმედებული. თავიანთ ტკივილს ისინი მხურვალე ლოცვებში გამოხატავდნენ და გულახდილად ეუბნებოდნენ იეჰოვას, რა იყო მათი საწუხარის მიზეზი. ამასთან ერთად ისინი არ წყვეტდნენ იეჰოვას თაყვანსაცემად კარავსა თუ ტაძარში სიარულს (1 სამ. 1:9, 10; ფსალმ. 55:22; 73:17; 122:1).

      15 იეჰოვამ თანაგრძნობით უპასუხა თითოეულ მათგანს. ხანას სიმშვიდე დაეუფლა (1 სამ. 1:18). დავითმა დაწერა: „მრავალი უბედურება ხვდება მართალს, მაგრამ იეჰოვა ყველაფრისგან დაიხსნის მას“ (ფსალმ. 34:19). ზემოთ მოხსენიებული ფსალმუნმომღერალი კი დარწმუნდა, რომ იეჰოვას ეჭირა მისი მარჯვენა და სიყვარულით უწევდა ხელმძღვანელობას. მან თავის ფსალმუნში თქვა: „ჩემთვის კი კარგია ღმერთთან დაახლოება. უზენაესი უფალი იეჰოვაა ჩემი თავშესაფარი“ (ფსალმ. 73:23, 24, 28). რას ვსწავლობთ ამ მაგალითებიდან? დროდადრო პრობლემებმა შეიძლება დაგვამძიმოს და ემოციურად გაგვანადგუროს. თუმცა მდგომარეობასთან გამკლავებას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ლოცვაში ნდობას გამოვუცხადებთ იეჰოვას, ყველაფერში დავემორჩილებით მას და დავფიქრდებით მათ მაგალითებზე, ვინც იეჰოვამ გააძლიერა (ფსალმ. 143:1, 4—8).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება