საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რით აკურთხა იეჰოვამ ჩვენი „ქვეყანა“?
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მარტი
    • მდინარის ნაპირებზე ჩამწკრივებული ხეების შესახებ ეზეკიელი გებულობს: „არ დაჭკნება მისი ფოთოლი და არ მოილევა მისი ნაყოფი. . . მისი ნაყოფი საჭმელად იქნება და მისი ფოთოლი — განსაკურნებლად“. რატომ არის ეს ხეები ასე საოცრად ნაყოფიერი? ‘რადგან საწმიდარიდან მოედინება მათთვის წყლები’ (ეზეკიელი 47:12ბ). ეს სიმბოლური ხეები ღვთის ყველა იმ ღონისძიების წინასახეს წარმოადგენს, რომლებსაც ღმერთი იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე კაცობრიობის გასასრულყოფილებლად იყენებს. ამ დროს დედამიწაზე სულიერ კვებასა და გაჯანსაღებას ცხებულთა დარჩენილი ნაწილი ხელმძღვანელობს. მას შემდეგ, რაც 144 000-ის ყველა წევრი მიიღებს ზეციერ ჯილდოს, სარგებლობა, რომელსაც მათი ქრისტესთან ერთად თანამმართველობა მოიტანს, არ შეწყდება და, საბოლოოდ, ადამის მიერ გადმოცემულ სიკვდილს ბოლომდე აღმოფხვრის (გამოცხადება 5:11, 12; 21:2–4).

  • რით აკურთხა იეჰოვამ ჩვენი „ქვეყანა“?
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მარტი
    • 17, 18. ა) როგორ არის სიცოცხლის მომცემი მდინარე აღწერილი გამოცხადების 22:1, 2-ში და ძირითადად როდის სრულდება ეს ხილვა? ბ) რატომ მოიმატებს უსაზღვროდ სამოთხეში სიცოცხლის მომცემი მდინარე?

      17 მაშინ ეზეკიელის მიერ ნანახ მდინარეში ყველაზე ძლიერმოქმედი სიცოცხლის წყალი იდინებს. გამოცხადების 22:1, 2-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება ძირითადად იმ დროს შესრულდება: „მიჩვენა სიცოცხლის წყლის მდინარე, ბროლივით ჭვირვალი, რომელიც ღვთისა და კრავის ტახტიდან მოედინებოდა. მისი ქუჩის შუაგულში, მდინარის გაღმა-გამოღმა, სიცოცხლის ხეა, რომელიც ისხამს თორმეტ ნაყოფს, ყოველ თვეში იძლევა თავის ნაყოფს. ხოლო ხის ფოთლები ხალხთა განსაკურნავადაა“.

      18 ათასი წლის განმავლობაში ყოველგვარი ავადმყოფობა — იქნება ეს ფიზიკური, გონებრივი თუ ემოციური — განიკურნება. ეს კარგად არის ნაჩვენები სიმბოლური ხეებით ‘ხალხთა განკურნების’ საშუალებით. ქრისტესა და მისი 144 000 თანამმართველის ხელმძღვანელობით გაწეული მზრუნველობის წყალობით, „არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო“ (ესაია 33:24).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება