-
ალბანეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
იმ პერიოდში ბევრი ალბანელი ახალ ინგლისში (შეერთებული შტატები) გადავიდა საცხოვრებლად, მათ შორის იყვნენ თანას (ნაშო) იდრიზი და კოსტა მიჩელი. ჭეშმარიტების გაგების შემდეგ ისინი მალევე მოინათლნენ. ძმა იდრიზი 1922 წელს გიროკასტრაში (ალბანეთი) დაბრუნდა. ის იყო პირველი ალბანელი, რომელიც ჭეშმარიტების გაგების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. იეჰოვამ აკურთხა მისი თავდაუზოგავი მსახურება და ბევრი გამოეხმაურა სასიხარულო ცნობას. მალე მის მაგალითს ამერიკაში მცხოვრები სხვა ალბანელი მოწმეებიც მიჰყვნენ და სამშობლოში დაბრუნდნენ. კოსტა მიჩელი კი ქალაქ ბოსტონში (მასაჩუსეტსი, აშშ) მცხოვრებ ალბანელებთან განაგრძობდა ქადაგებას.
-
-
ალბანეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
იმავე პერიოდში ბოსტონში კვირაობით ალბანურ ენაზე წარმოთქმულ საჯარო მოხსენებებს 60-მდე კაცი ესწრებოდა. ისინი გულდასმით კითხულობდნენ და იკვლევდნენ „საღვთო წერილის გამოკვლევის“ ტომებს. მიუხედავად თარგმანის უზუსტობისა, ისინი საფუძვლიანად იკვლევდნენ წიგნს „ღვთის ქნარი“ (ამ წიგნის სათაური თავიდან თარგმნეს, როგორც „ღვთის გიტარა“). ეს წიგნი უამრავ ალბანელს დაეხმარა ბიბლიური ჭეშმარიტების გაგებასა და რწმენის გაძლიერებაში.
-
-
ალბანეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
ამერიკაში დაახლოებით ოცდაათი ალბანელი ძმა ცხოვრობს და მათ ძალიან სურთ, რომ თანამემამულეებს ჭეშმარიტების გაგებაში დაეხმარონ“.
-