-
ალბანეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
მაიკლის პაპა-ბებია იმ ალბანელთა შორის იყო, რომლებიც 20-იან წლებში ბოსტონში მოინათლნენ. მათი წყალობით მაიკლმა ცოტა ალბანური ისწავლა.
-
-
ალბანეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
„თქვენ ჩამოსვლაში ღვთის ხელი ერია“
კოჩოს, წლების მანძილზე რაღაც ჰქონდა გადამალული და უნდოდა მაიკლისთვის ეჩვენებინა. მაიკლის ბებიის სიკვდილის შემდეგ ბოსტონში მცხოვრებმა ნათესავებმა გრძელი წერილი მისწერეს ალბანეთში მცხოვრებ თავიანთ ნათესავებს. წერილის პირველ ათ ფურცელზე ოჯახის ამბები იყო მოთხრობილი, წერილის ბოლოს კი ნათესავებს მკვდრეთით აღდგომის იმედს უზიარებდნენ.
«პოლიციის თანამშრომლებმა წერილი შეამოწმეს და პირველი რამდენიმე გვერდი წაიკითხეს, — უთხრა კოჩომ მაიკლს. — მობეზრდათ მისი კითხვა და მითხრეს: „აიღე, აქ მხოლოდ ოჯახური ამბებია ჩაწერილი!“ როდესაც წერილის ბოლო ნაწილს ვკითხულობდი, მიხაროდა, რომ ღვთის შესახებ რაღაცის გაგების შესაძლებლობა მომეცა».
-