-
იყავით სიხარულით აღსავსე მომკელნი!საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 ივლისი
-
-
მომკელებად წარგზავნილები
3. რა ანიჭებდა სიხარულს იესოს ადრინდელ მიმდევრებს?
3 ახ. წ. 33 წელს ადრინდელი მომკელების, განსაკუთრებით კი იესოს 11 ერთგული მოციქულის, ცხოვრებაში ერთ მშვენიერ დღეს დიდი ცვლილება მოხდა, როდესაც ისინი მკვდრეთით აღმდგარ იესოსთან შესახვედრად გალილეაში მდებარე ერთ-ერთ მთაზე ავიდნენ (მათე 28:16). ამ მოვლენას, შესაძლოა, ‘ხუთასზე მეტი ძმა’ ესწრებოდა (1 კორინთელთა 15:6). მათ განუწყვეტლივ ჩაესმოდათ იესოს დანაბარები — დავალება, რომელიც უნდა შეესრულებინათ: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20). სასტიკი დევნის მიუხედავად, მკის საქმიანობაში მონაწილეობას მათთვის დიდი სიხარული მოჰქონდა, ვინაიდან ხედავდნენ, როგორ ყალიბდებოდა ქრისტეს მიმდევართა კრებები სხვადასხვა ადგილას. დროთა განმავლობაში ‘სახარება ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში’ (კოლასელთა 1:23; საქმეები 1:8; 16:5).
4. რა მდგომარეობა იყო, როდესაც ქრისტემ თავისი მოწაფეები წარგზავნა?
4 გალილეაში მსახურების პირველ დღეებში იესომ თავისი 12 მოციქული მოიხმო და, უმთავრესად, იმ მიზნით წარგზავნა, რომ ‘ცათა სასუფევლის მოახლოება’ ეუწყებინათ (მათე 10:1—7). იესო თავადაც დადიოდა „[გალილეის] ყველა ქალაქსა და სოფელში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას, კურნავდა ყოველგვარ სენს და ყოველგვარ უძლურებას“. იესოს ებრალებოდა ხალხის ბრბო, „ვინაიდან ისინი დაუძლურებულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი“ (მათე 9:35, 36). შემდეგ, შინაგანად შეძრულმა იესომ, თავის მოწაფეებს მიმართა: „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი — ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის უფალს [იეჰოვა ღმერთს], რომ წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში“ (მათე 9:37, 38). მკაში მონაწილე მომკელებზე მოთხოვნილება იესომ ამნაირადვე შეაფასა იუდეაშიც; ამ დროს მას დედამიწაზე მსახურების ექვსი თვეღა დარჩენოდა (ლუკა 10:2). ორივე შემთხვევაში, მან მომკელებად წარგზავნა თავისი მიმდევრები (მათე 10:5; ლუკა 10:3).
-
-
იყავით სიხარულით აღსავსე მომკელნი!საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 ივლისი
-
-
6. რა საქმიანობაში იყვნენ ჩაბმული მოციქულები პირველ საუკუნეში?
6 პირველი საუკუნის შუა ხანებისთვის მოციქული პავლე კეთილი ცნობის ქადაგებით იყო დაკავებული და მკის საქმიანობაში მისი მოღვაწეობა უთუოდ ნაყოფიერი იყო; ამის დასტურად დაახლოებით ახ. წ. 55 წელს კორინთელი ქრისტიანებისადმი მიწერილი მისივე სიტყვები შეგვიძლია მოვიყვანოთ: «გაუწყებთ თქვენ, ძმანო, სახარებას [„კეთილ ცნობას“, აქ], რომელიც მე გახარეთ, რომელიც კიდეც მიიღეთ და რომელზეც დგახართ» (1 კორინთელთა 15:1). მოციქულები და სხვა ადრინდელი ქრისტიანები მუხლჩაუხრელად მკიდნენ. თუმცა ბიბლია არ გვატყობინებს, რამდენი მოციქული დარჩა ცოცხალი იმ ღირსშესანიშნავი მოვლენების შემდეგ, რომელთა კულმინაციური წერტილი ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურება იყო, ჩვენ ვიცით, რომ ამ ამბებიდან 25 წლის შემდეგ მოციქული იოანე ჯერ კიდევ ქადაგებდა (გამოცხადება 1:9).
-