-
ჰეროდე დიდი დიდებული მშენებელიგამოიღვიძეთ! — 2009 | სექტემბერი
-
-
ჰეროდეს მიერ განხორციელებული კიდევ ერთი საინჟინრო პროექტი იყო ჰეროდიუმის ციხესიმაგრე, რომელიც ბეთლემიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით ხუთ კილომეტრში ბორცვზე იდგა. ციხესიმაგრე ორ ნაწილად იყოფოდა — ზემო და ქვემო ჰეროდიუმად. ზემო ჰეროდიუმი იყო შთამბეჭდავი ციხესიმაგრე, რომელსაც აღმოსავლეთით ჰქონდა ხუთსართულიანი კოშკი (ამჟამად მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი), საიდანაც ხელისგულივით ჩანდა ყველაფერი. ორი წლის წინ საერთაშორისო პრესა იუწყებოდა, რომ ზემო ჰეროდიუმის ფერდობზე აღმოაჩინეს ჰეროდეს აკლდამის ნანგრევები, რითაც დადასტურდა იოსებ ფლავიუსის ჩანაწერი, რომ ამ ადგილზე ჰეროდე დაკრძალეს.
სასახლის კომპლექსი ქვემო ჰეროდიუმში იყო. მთავარ სანახაობას წარმოადგენდა რომაული ბაღი, რომელიც სვეტებით იყო დამშვენებული. ბაღში იყო ძალიან დიდი აუზი, რომლის შუაშიც ხელოვნური კუნძული იყო გაკეთებული. აუზის ზომა თითქმის ორჯერ აღემატებოდა ოლიმპიური აუზის ზომას. მას ძირითადად წყალსაცავად იყენებდნენ, თუმცა მასში ბანაობდნენ და ნავებითაც კი დაცურავდნენ. აუზში აკვედუკების საშუალებით წყალი ჩაედინებოდა წყაროდან, რომელიც ხუთი კილომეტრით იყო დაშორებული.
რამდენიმე წლის წინ ერთმა ტურისტმა იქაური ლანდშაფტის შესახებ თქვა: „აქედან აღმოსავლეთით მკვდარ ზღვამდე ყველაფრის დანახვა შეიძლება. დიდი ხნის წინ აქ იყო იუდეის უდაბნო, სადაც დავითი თავის მდევნელს, საულს ემალებოდა. ამ ადგილების დანახვისას გასაგები ხდება, თუ როგორ შეძლო დავითმა საულისგან დამალვა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მას ახალგაზრდობიდანვე კარგად უნდა სცოდნოდა ეს ადგილები. ჩვენი აზრით, როცა დავითი ცხვარს მწყემსავდა, ის შესაძლოა ხშირად ამოდიოდა ამ გორაზე, რომ დამტკბარიყო თვალწარმტაცი ხედებით“.
-
-
ჰეროდე დიდი დიდებული მშენებელიგამოიღვიძეთ! — 2009 | სექტემბერი
-
-
[სურათი 26 გვერდზე]
ჰეროდიუმი (მხატვრის წარმოსახვა)
(მხატვრის წარმოსახვა)
-