-
ჰეროდე დიდი დიდებული მშენებელიგამოიღვიძეთ! — 2009 | სექტემბერი
-
-
უნიკალური ციხესიმაგრეები
ზამთრის გასატარებლად ჰეროდეს სხვა ადგილიც ჰქონდა. მან კლდოვან პლატოზე, რომელიც მკვდარი ზღვის დონიდან 400 მეტრით მაღლა მდებარეობდა, აღმართა მასადას სახელით ცნობილი ციხესიმაგრე. ამ ადგილზე მან ააგო სამტერასიანი შესანიშნავი სასახლე, რომელსაც საცურაო აუზები ჰქონდა. აგრეთვე ააშენა კიდევ ერთი სასახლე, რომელსაც ჰქონდა რომაული სტილის აბანო ცხელი წყლის სისტემით და საკანალიზაციო სისტემით აღჭურვილი საპირფარეშო.
ამ უდაბნოში ჰეროდემ ისეთი პირობები შექმნა, რომ დაესვენა და ჯანმრთელობაზე ეზრუნა. მან გააკეთებინა ცისტერნები, რომლებიც 40 000 000 ლიტრ წყალს იტევდა. ციხესიმაგრეში წყლის სისტემა ისე იყო გაკეთებული, რომ წვიმის წყალი გროვდებოდა, ამიტომ იქ წყალი საკმარისი იყო მოსავლის მოსაყვანად, საცურაო აუზების ასავსებად და აბანოებისთვის.
-
-
ჰეროდე დიდი დიდებული მშენებელიგამოიღვიძეთ! — 2009 | სექტემბერი
-
-
[სურათი 26 გვერდზე]
მასადა
(სამტერასიანი სასახლის ნანგრევები)
[საავტორო უფლება]
Pictorial Archive (Near Eastern History) Est.
-